თეგებით ძიება
16. 07. 2020 News-ები

ბრიუსელიდან დაბრუნებული ზალკალიანი კარანტინში არ წავიდა

ბელგიიდან დაბრუნებული დავით ზალკალიანი სავალდებულო კარანტინს არ გაივლის-ფაქტს ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოყვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესის თანახმად, ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

მათივე თქმით, ქვეყნის მთავარ დიპლომატს უკვე ჩაუტარდა PCR კვლევა, რომლის შედეგებიც უარყოფითია.

"სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე", - განმარტეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანის კარანტინში წასვლა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა მოითხოვა.


წყარო:newposts.ge





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა