თეგებით ძიება
16. 07. 2020 News-ები

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკევებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ გლდანის ციხიდან ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

გელხაური ამბობს, რომ ზ.ხ მზად არის ითანამშროლოს საგამოძიებო უწყებასთან. ამასთან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 19 ივნისის ღამეს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად მას დაზიანებები არ აქვს.

„მოგეხსენებათ, რომ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ მომხდარი კონფლიქტიდან გამომდინარე გამოძიება მიმდინარეობს და დანიშნული არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ განგვიცხადეს, რომ ექსპერტებმა გამოთქვეს სურვილი მოხდეს დაკავებულის ვიზუალური დათვალიერება, ხომ არ აღენიშნება მას რაიმე დაზიანება ან კვალი, რომელიც შესაძლოა მიიღო იქ ხიდთან მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

როგორც მოგახსენებთ, ჩვენ თანხმობას ვაცხადებთ ყველანაირ თანამშრომლობაზე გამოძიებასთან, მზად ვართ, რომ ასევე ამ ექსპერტიზის შემოწმებაზეც მივიღოთ მონაწილეობა.

შესაბამისად ვაძლევთ უფლებას, რომ დაათვალიეროს ექსპერტმა ზ.ხ და შემდეგომ უკვე ხელი შევუწყოთ ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას, რასაც დღეს აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ჩემი ინფორმაციით და როგორც, მე ზ.ხ-მ განმიცხადა, მას არანაირი ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია 19 ივნისს მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში, არ უჩხუბია და არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად მას აქედან მიღებული დაზიანებები არ აქვს“, – აცხადებს გიორგი გელხაური.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა