თეგებით ძიება
16. 07. 2020 News-ები

გაუსაძლისი მდგომარეობა კოლუმბიაში- შეიარაღებული ჯგუფები კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს სასტიკად უსწორდებან- ქალაქიდან აძევებენ, ან კლავენ

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-ის ინფორმაციით, კოლუმბიაში ნარკო კარტელები და შეიარაღებული ჯგუფები თვითნებურად აწესებენ კორონავირუსულ საკარანტინოს რეჟიმებსა და წესებს, ხოლო მათ ვინც ამ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან, აწამებენ ან სასტიკად კლავენ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს GUARDIAN-ი.


გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში 8 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კარტელის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო. ადგილობრივთა თქმით, ბანდების ხელმძღვანელობა მოქალაქეებს აღნიშნულ შეზღუდვებს ძირითადად ისეთ ზონებში უწესებს, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მიმდინარეობს და ცენტრალური სამართალდამცავი უწყებების ძალაუფლება სრულად არ ვრცელდება.

წყნარი ოკეანის საპორტო ქალაქ ტუმაკოში, რომელშიც 230 000-მდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში შეიარაღებული ბანდების მიერ დაწესებული კანონები დღესაც აქტიურად მოქმედებს, რომლის თანახმად მაცხოვრებლებს ეკრძალებათ თევზაობა და ამ საქმიანობით ფულის გამომუშავება. შუა დღის 5 საათზე ცხადდება კომენდანტის საათი, რომლის პირობები იმაზე მკაცრია, ვიდრე ამას აღმასრულებელი ხელისუფლება ადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანდები არ აძლევენ უფლებას მოქალაქეებს, დატოვონ საკუთარი სახლები, მაშინაც კი როდესაც ისინი ავად არიან. ორ პროვინციაში, კაუკასა და გუავიარეში, შეიარაღებულმა ჯგუფებმა იმ ადამიანების მოტოციკლები დაწვეს, რომლებიც შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ.

ზემოხსენებულმა შეიარაღებულმა ბანდებმა გააუქმეს აგრეთვე სატრანსპორტო ხაზები სოფლებს შორის, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს კოვიდ 19-ის საეჭვო სიმპტომები უფიქსირდებათ, მოძალადე პირები მათ ეუბნებიან, რომ უნდა დატოვონ რეგიონი, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი მათ უბრალოდ დახოცავენ- ამის შესახებ GUARDIAN-ს პუტუმაიოს პროვინციის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა განუცხადა „- ხალხი იძულებული ვართ, რომ ბანდებს დავემორჩილოთ, რადგან აქ მათზე ზემდგომი პირი, ხელისუფლების სახით არ არსებობს“.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა