TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე – წინასასამართლო სხდომა მტკიცებულებების არქონის გამო გადაიდო
  • ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე – წინასასამართლო სხდომა მტკიცებულებების არქონის გამო გადაიდო

    ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, 24-აგვისტოს ჩაინიშნა.

    სპორტსმენის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილისინტერესების დამცველი, ანა აბაშიძე ამ ფაქტს სასამართლოს მხრიდან საქმეზე დამატებითი ინფორმაციის დამუშავების პროცესს უკავშირებს.

    „გამოძიების მხრიდან, საჭიროდ ჩაითვალა, რომ სჭირდებათ ცოტა მეტი დრო. გამოძიება ამუშავებს სხვა ეპიზოდებსაც… თეორიული შესაძლებლობა ყოველთვის არის, რომ ბრალის დადგენილება შეიცვალოს“, – ამბობს ადვოკატი ანა აბაშიძე.

    შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

    ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.


    წყარო:newposts.ge



    77 ნახვა
    16-07-2020, 09:55