თეგებით ძიება
16. 07. 2020 News-ები

რუსეთი კორონავირუსის ვაქცინის მოპარვას ცდილობს- ჰაკერული თავდასხმების სერია გავლენიან საერთაშორისო ლაბორატორიებზე

ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები აქვეყნებენ სენსაციურ ინფორმაციას, რომლითაც ირკვევა, რომ რუსეთის მმართველი პარტიის მიერ დაფინანსებული ჰაკერთა ჯგუფი ინტენსიურად თავს ესხმოდა იმ ამერიკულ, ბრიტანულ და კანადურ ორგანიზაციებს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი.

გაერთიანებული სამეფოს კიბერ უსაფრთხოების ცენტრის თქმით, ზემოხსენებული პრეპარატების შემქმნელ კომპანიებსა და მკვლევართა ასოციაციებს თავს ესხმოდა დანაშაულებრივი ჯგუფი, დაშიფრული სახელით APT29, რომელზეც დანამდვილებით აცხადებენ, რომ იყვნენ კრემლის სადაზვერვო სამსახურების წევრები.

ბრიტანელი მაღალჩინოსნები დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ- გამოდგა თუ არა შეტევა წარმატებული და მიაღწიეს თუ არა თავდამსხმელებმა საწადელს სამედიცინო საიდუმლო მასალების მოპარვის მხრივ.

ბრიტანელთა ინფორმაციით, APT29-ის ჰაკერთა ჯგუფი აქტიურად იყენებს სხვადასხვა სახის ტექნიკებსა და მოწყობილობებს საიდუმლო ინფორმაციების მოპარვისას, რომლის დროსაც იყენებენ ელექტრონულ ფოსტაზე ვირუსის შეგზავნას, შემდეგ კი ამყარებენ სრულ წვდომას იმ კომპიუტერებზე, რომლებზეც გააქტიურებულია აღნიშნული ანგარიშები.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა