თეგებით ძიება

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. სწორედ დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა ფრთები შეასხათ დიდი ხნის ოცნებას საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს.

კურო. შემოსავალი დასტაბილურდება. დღეს თქვენი ინტუიცია არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე შეძლებთ მტრების შეცდომაში შეყვანას და მოყვარეთა დაიმედებას.

ტყუპები. არ ღირს გულთან ახლოს მიტანა პრობლემებისა, რომლებიც დღეს შეიძლება დაგატყდეთ თავს. ყველაფერი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. სავარაუდოდ დასახული გეგმები შეიცვლება. გარემოებები ისე არ აეწყობა, როგორც გეგონათ. არაა გამორიცხული შემთხვევითი ტრავმა ან ავადმყოფობა რაც თქვენს გეგმებს შეუშლის ხელს. ზოგიერთ თქვენგანს არასასიამოვნო ამბის გაგებაც გელით.

კირჩხიბი. კარგი დღეა გარდერობისა და გარეგნობის შესაცვლელად. წარმატება თქვენს ენერგიულობაზე, გაბედულობასა და შეუპოვრობაზე იქნება დამოკიდებული. კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად, განვლილი გზის ანალიზისთვის, საყვარელ ადამიანთან სასაუბროდ. არაა გამორიცხული, რომ ახალ საინტერესო ნაცნობთან საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო ურთიერთობად გექცეთ.

ლომი. დღევანდელი დღე ლომებისთვის ხელსაყრელი იქნება. დილიდანვე მოსალოდნელია შექება ხელმძღვანელობისგან. საღამოს მთლიანად დაგიპყროთ რომანტიკული განწყობა.

ქალწული. არავის ასესხოთ ამ დღეს ფული. არც დიდი და არც პატარა თანხა. სავარაუდოდ მს უკან ვეღარ დაიბრუნებთ. იმისათვის, რომ ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ, მოიფიქრეთ სიმართლესთან მიახლოებული მიზეზი, რისთვისაც უარს ეტყვით დახმარების მთხოვნელს.

სასწორი. შეძელით აგრესიის მოთოკვა სიტყვებსა და ქცევებში. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რაღაც ერთ დღეში გამოემშვიდობებით ახლობელ ადაიანებთან ურთიერთობას. ამ დღეს არასტაბილური განწყობა გექნებათ. წარმატებული დროა სამგზავროდ. ნათესავებთან შეხვედრები კი თქვენს ცხოვრებაში პოზიტივს შემოიტანენ.

მორიელი. ამ ნიშნის წარმომდგანლებს დღეს მეტი ყურადღება გმართებთ. სავარაუდოდ, ფული, რომელსაც დღეს გამოიმუშავებთ, როგორც მოვა - ისე წავა. ფრთხილად იყავით გზაზე. არსებობს საშიშროება უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრისა. ასევე სიფრთხილის გამოჩენა გვართებთ მეგობრებთან ურთიერთობაში. შესაძლოა მათ შორის ფარისევლები იყვნენ. ზოგირთი ამ ნიშნის წარმომადგენელი არასასიამოვნო ამბავს შეიტყობს, რაც წყობილებიდან გამოგიყვანთ და განწყობას გაგიფუჭებთ.

მშვილდოსანი. იყავით გულწრფელი როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე გარშემომყოფებთან და მაშინ ეს დღე ჩაივლის ყოველგვარი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე. თქვნ იპოვით დიდი ხნის დაკარგულ ნივთს, რომლის პოვნის იმედიც გადაწურული გქონდათ, ან შეურიგდებით მეგობარს, რომელთანაც დიდი ხანია უთანხმოება გქონდათ.

თხის რქა. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები ვერ გამჩნევენ. სინამდვილეში თქვენი იდეები არც ისე მომხიბვლელი და გონივრულია. ამიტომაც ისინი თავს გარიდებენ, რადგან არ უნდათ თავისი პირდაპირობით განწყობა გაგიფუჭონ.

მერწყული. დღე ძალიან დაძაბული იქნება. თქვენ სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ სამსახურში თანამშრომლებთან და ხელმაღვანელებთან ურთიერთობებში. ეცადეთ არ მიიღოთ ფინანსური საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რადგან ძალიან არამყარი ფინანსური მდგომარეობა შეინიშნება. უმჯობესია მოთმინებით აღიჭურვოთ და უფრო ხელსაყრელ პერიოდს დაელოდოთ. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები მხოლოდ შემდეგი კვირისთვისაა მოსალოდნელი, რაც თქვენს შელახულ ავტორიტეტს ხელს შეუწყობს.

თევზები. თქენს გარშემო ბევრი ადამიანია, ვისთანაც ურთიერთობთ, გეპატიჯებიან ყავაზე, გესაუბრებიან... სინამდვილეში კი თავს მარტოსულად გრძნობთ და გულითადი საუბარი არ გაწყენდათ. მაგრამ საამისოდ ღირსეული ადამიანი, სამწუხაროდ, თქვენს გარემოცვაში არ მოიძებნება. სწორედ დღეს ჰორიზონტზე შესაძლოა გამოჩნდეს ასეთი ადამიანი. ელოდეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა