როგორი სასიყვარულო ურთიერთობები ელით ზოდიაქოს ნიშნებს 20-26 ივლისს
ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს რთული სასიყვარულო კვირა ელით. კვირის პირველ ნახევარში ვერძი საყვარელ ადამიანებს თავს უარყოფითი კუთხით დაანახებს. თუ თქვენი კავშირი ამ გამოცდას გაუძლებს, ეს თქვენი პარტნიორისდამსახურება იქნება. შაბათ-კვირას ეცადეთ საყვარელ ადამიანს სითბო აგრძნობინოთ და თქვენი ნაკლოვანებების მიღებისთვის მადლობა გადაუხადოთ. ახალი პარტნიორის გასაცნობად შესაფერისი დღეებია 21, 22, 25, 26 ივლისი.
კურო
ამ კვირის მოვლენები კუროს უბიძგებს არ გააიდეალოს საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობები, არამედ მიიღოს რეალობა ისეთი, როგორიც ის არის და დაინახოს პატარ-პატარა მიზეზები დღესასწაულისთვის. პარტნიორი კუროში დააფასებს მის ორიგინალურობასა და შემოქმედებით სულისკვეთებას.
ტყუპები
ამ კვირაში ტყუპებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დარჩნენ საყვარელი ადამიანების შტაგონებისა და ჰარმონიის წყაროდ, რაც რთული არ იქნება. შესაძლოა ყვეალფერი გეგმის მიხედვით არ მოხდეს და იდეალური სიტუაცია არ შეიქმნას, თუმცა მოგეცემათ შესაძლებლობა გაახაროთ საკუთარი პარტნიორი და სანაცვლოდ ანალოგიური მიიღოთ. ახალი პარტნიორის გასაცნობად შესაფერისი დღეებია 21, 22, 25, 26 ივლისი.
კირჩხიბი
კვირის დასაწყისში კიბო კატეგორიული და პრინციპული იქნება, თუმცა შესაძლოა მოგივანებით გზაჯვარედინზე აღმოჩდნენ და ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ურთიერთობები დრამატულ ფაზაში შევა. მათ არ მოუწევთ გამოირჩინონ დიპლომატიურობა და იზრუნონ ბალანსის შენარჩუნებაზე.
ლომი
ამ კვირაში, სასიყვარულო ურთიერთობებში ლომი ძალიან ენერგიული და შემოქმედებითი გახდება. როგორც ჩვევიათ, ეცდებიან წამყვანი როლი დაიკავონ და პარტნიორის წახალისებაზე იზრუნონ. ახალი შეხვედრებისთვის საუკეთესო პერიოდია 21 ან 22 ივლისი.
ქალწული
ამ კვირაში მოვლენები ქალწულს უფრო ხშირად შეხსენებას, რომ სიყვარული მუდმივი ზეიმი და თეატრია. თუმცა, სულიერი კავშირის არსებობა ბედნიერებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება. უმჯობესი იქნება ურთიერთობას მეტი ხალისი და კრეატიულობა შესძინოთ.
სასწორი
ეს კვირა სასწორის პირადი ცხოვრებისთვის საინტერესო თავგადასავლებით იქნება სავსე. პოზიტივი ხელს შეუწყობს ურთიერთობაში არსებული სიძნელეების გადალახვას, თუმცა შაბათ-კვირას უთანხმოებები კვლავ თავს შეგახსენებთ. ახალი ურთიერთობების დასაწყებად შესაფერისი დღეებია 21, 22, 25, 26 ივლისი.
მორიელი
მომავალ კვირაში მორიელს სიყვარულის სახელით თამამი საქციელების ჩადენა მოუწევს. სიყვარულის სახელით შესაძლოა საკუთარი პრინციპების უკანა პლანზე გადაწევა მოუწიოთ.
მშვილდოსანი
ამ კვირის მოვლენების ფონზე, მშვილდოსნები ხელახლა დაიბადებიან, ვინაიდან ახალი სტიმული მიეცემათ. ურთიერთობები განსაკუთრებით ემოციური იქნება. რომანტიკული თავგადასავლებისთვის შესაფერისი დღეებია 21, 22, 25 და 26 ივლისი.
თხის რქა
ეს კვირა თხის რქისთვის რთული იქნება. როლები, რომლებსაც ცხოვრება სთავაზობს, მხოლოდ ნაწილობრივ იქნება ხელსაყრელი. განსაკუთრებით რთული 20, 25 და 26 ივლისის დღეები იქნება.
მერწყული
ამ კვირაში მერწყულს საყვარელი ადამიანი გაურკვევლობისგან იხსნის და არსებულ კითხვებზე პასუხებს გასცემს. ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში განსაკუთრებულად გაგინაწყენდებიან. თუ მის ნახვას ვერ ახერხებთ ეცადეთ საჩუქრით ან თბილი შეტყობინებით აგრძნობინოთ სითბო.
თევზები
ამ კვირაში, თევზები, რომლებიც ბედნიერ ურთიერთობაში არიან, თავს არასასიამოვნოდ იგრძნობენ. სიყვარულის გარეგნული ატრიბუტები - საჩუქრები და მხოლოდ ტკბილი სიტყვები, მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდება და ურთიერთობა ერთფეროვანი მოეჩვენებათ.
წყარო:newposts.ge