თეგებით ძიება

20 ივლისის ჯადოსნური ახალმთვარეობა და "მეორე შანსი" სამყაროსგან - პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2020 წლის 20 ივ­ლისს, კირჩხი­ბის 29-ე გრა­დუს­ში ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით (კირჩხიბ­ში ახალმთვრე­ო­ბა უკვე მე­ო­რედ გვაქვს). ეს ახალმთვა­რე­ო­ბა მე­ო­რე შანსს გაძ­ლევთ, რომ გა­მო­ას­წო­როთ, და­ი­წყოთ და და­ას­რუ­ლოთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი. ივ­ლი­სი მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვე იყო. 5 ივ­ლისს დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რეფ­ნი­დან გა­მო­ვე­დით, პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­ვი­და და ა.შ. ახლა გა­ვი­გოთ, რას მოგ­ვი­ტანს მთვა­რის ახა­ლი თვე, რათა შევ­ძლოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­გეგ­მვა და სა­მო­მავ­ლო იდე­ე­ბის ჩა­მო­წე­რა. უნდა გა­გა­ხა­როთ და გი­თხრათ, რომ 6 სექ­ტემ­ბრამ­დე კარ­გი პე­რი­ო­დი გვე­ლის, თუმ­ცა, 8-24 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში ცოტა მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა და სიფრ­თხი­ლე მოგ­ვე­თხო­ვე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში.

ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე გირ­ჩევთ და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ძვე­ლი ნივ­თე­ბის­გან, არაფ­რის­მომ­ცე­მი კავ­ში­რე­ბის­გან, გა­ის­ტუმ­როთ ვა­ლე­ბი, ფუ­ლა­დიც და ემო­ცი­უ­რიც. და­ა­ლა­გეთ სახ­ლი. თუ ზედ­მე­ტი წონა გა­წუ­ხებთ, კარ­გი იქ­ნე­ბა გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბის მო­წყო­ბაც. გახ­სოვ­დეთ, რომ ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს ენერ­გე­ტი­კუ­ლად დაც­ლი­ლე­ბი ვართ, ზო­გი­ერთს თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბიც აწუ­ხებს, ეცა­დეთ, ამ დღეს არ გა­და­იტ­ვირ­თოთ ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი შრო­მით, მე­ტად იზ­რუ­ნეთ ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბა­ზე გარ­შე­მოც და სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც.

20 ივ­ლი­სი ორ­შა­ბა­თია, მთვა­რის დღე. ალ­ბათ იცით, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი არც ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ორ­შა­ბათს არ იწყებ­დნენ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი და ეცა­დეთ, არა­ვის მის­ცეთ თქვე­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ზო­გი­ერთს ახალმთავ­რე­ო­ბა­ზე ახა­ლი საქ­მე­ე­ბის ჩა­მო­წე­რა ახა­სი­ა­თებს, ზო­გი­ერთს - სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა. ეცა­დეთ, ეს რი­ტუ­ა­ლი სწო­რად ჩა­ა­ტა­როთ. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე 5-10 წუ­თით ადრე შე­იქ­მე­ნით მშვი­დი გან­წყო­ბა, გა­თა­ვი­სუფ­ლდით ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბის­გან, პო­ზი­ტი­უ­რად გა­ნე­წყვეთ, აან­თეთ სან­თე­ლი. გა­იხ­სე­ნეთ, რა მოხ­და ამ მთვა­რის თვე­ში და იყა­ვით მად­ლი­ე­რი ყო­ვე­ლი­ვეს­თვის. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ლოც­ვა მო­უნ­დეს. თუ სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბას აპი­რებთ, ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სიყ­ვა­რულ­თან, ოჯახ­თან, ერ­თგუ­ლე­ბას­თან. ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფებს ჯან­მრთე­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა უსურ­ვოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ რა­საც გაგ­ზავ­ნით სამ­ყა­რო­ში (ანუ რა­საც სხვებს უსურ­ვებთ), ისვე და­გიბ­რუნ­დე­ბათ. აჩუ­ქეთ სამ­ყა­როს სიყ­ვა­რუ­ლი და პა­სუ­ხა­დაც სიყ­ვა­რულს მი­ი­ღებთ. არა­ვის­ზე იყოთ ნა­წყე­ნი, გა­ბუ­ტუ­ლი. დე­ვი­ზად გა­ი­ხა­დეთ, რომ "ვინც ბედ­ნი­ე­რია, მარ­თა­ლიც ისაა". იყა­ვით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მშობ­ლებ­თან, შვი­ლებ­თან. გა­უ­გეთ და აპა­ტი­ეთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს. გახ­სოვ­დეთ, რომ უშეც­დო­მო ამ­ქვეყ­ნად არა­ვი­ნაა.

ახალმთვა­რე­ო­ბის პირ­ველ სა­ათ­ში (ახალმთვა­რე­ო­ბა თბი­ლი­სის დრო­ით 21:33-ზე დად­გე­ბა) ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა ის იდეა ან სურ­ვი­ლი, რაც გინ­დათ, რომ მთვა­რის ამ თვე­ში შე­გის­რულ­დეთ. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად ყვე­ლა­ზე კარ­გი დღე­ე­ბია 23-26 და 30 ივ­ლი­სი , თუმ­ცა, უკურ­სო მთვა­რის პე­რი­ო­დიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ უნდა და­გეგ­მოთ, არ გა­კეთ­დე­ბა, ძა­ლებს, დრო­სა და ენერ­გი­ას ტყუ­ი­ლად და­ხარ­ჯავთ.

ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმოქ­მე­დებს მათ­ზე ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც უწევს შემ­დეგ პე­რი­ო­დებ­ში: 18-22 ივ­ლი­სი, 16-20 იან­ვა­რი, 15-19 აპ­რი­ლი და 18-22 სექ­ტემ­ბე­რი. აგ­რეთ­ვე, ამ ახალმთვრე­ო­ბა­ზე სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვათ, სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და რბი­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბით მი­მარ­თოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­კენ შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს: 16-20 მარ­ტი, 16-20 მა­ი­სი, 18-22 სექ­ტემ­ბე­რი და 17-21 ნო­ემ­ბე­რი. თუ იცით ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში თქვე­ნი პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მათ, რომ­ლე­ბიც კირჩხი­ბის, სას­წო­რის, თხის რქი­სა და ვერ­ძის 27-30 გრა­დუ­სებ­ში გაქვთ გან­ლა­გე­ბუ­ლი.

ახლა კი ნა­ხეთ ზო­გა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი და გა­ი­გეთ, რა გე­ლო­დე­ბათ მთვა­რის ამ თვე­ში თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით. პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

ვერ­ძი
ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი უნდა გა­ა­კე­თოთ ოჯახ­ზე, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რე­მონ­ტის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტოს, ან სახ­ლის აშე­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მო­გინ­დე­ბათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ ხში­რად უმას­პინ­ძლოთ ახ­ლობ­ლებს.

კურო
თქვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კო­მერ­ცია, დო­კუ­მენ­ტე­ბი და გა­დად­გი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით, თუ ფი­ნან­სურ სა­ბუ­თებ­თან გი­წევთ მუ­შა­ო­ბა და რაც მთა­ვა­რია, არ და­არ­ღვი­ოთ დედ­ლა­ი­ნი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ახლო მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი შე­იც­ვა­ლოს.

ტყუ­პი
თქვენ­თვის სა­ფუ­ლე და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. და­ფიქ­რდით, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, ცოდ­ნას ფლობთ, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ფული მო­გი­ტა­ნოთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­როც გა­მო­გიჩ­ნდეთ. გარ­და ამი­სა, აგი­მაღ­ლდე­ბათ თვით­შე­ფა­სე­ბა. ავ­ტო­რი­ტე­ტი - გარ­შე­მო მყო­ფებ­ში.

კირჩხი­ბი
იყა­ვით მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი იმი­ჯის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ეცა­დეთ აი­მაღ­ლოთ თქვე­ნი როლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. პრო­ფე­სი­ულ საქ­მე­ებ­საც არ მო­აკ­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა. უფრო მე­ტიც, რა­საც თქვენ აკე­თებთ და რაც თქვენს სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ეცა­დეთ, რომ იდე­ა­ლუ­რად გქონ­დეთ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი.

ლომი
დას­ვე­ნე­ბა და გან­მარ­ტო­ე­ბა მო­გინ­დე­ბათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ან თვით­ნე­ბუ­რი, ან იძუ­ლე­ბი­თი, - თუნ­დაც, გა­მო­საკ­ვლე­ვად კლი­ნი­კა­ში და­წო­ლა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გზავ­რე­ბით, მშვიდ გა­რე­მო­ში მე­ტად შეძ­ლებთ სა­კუ­თარ თავ­თან "და­ლა­პა­რა­კე­ბას", უკეთ გა­იც­ნობთ თქვენს სურ­ვი­ლებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა სა­ი­დუმ­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ მო­გი­წოთ ან კონ­ტაქ­ტი გქონ­დეთ შორს მყოფ საქ­მე­ებ­თან და ადა­მი­ა­ნებ­თან. შე­გიძ­ლი­ათ სუ­ლი­ე­რე­ბას მი­ხე­დოთ, წმინ­და წიგ­ნე­ბი წა­ი­კი­თხოთ ან გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. და­ბა­დე­ბის დღის წინა პე­რი­ო­დი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის­თვის და ეცა­დეთ, ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­იყ­ვა­ნოთ თქვე­ნი სხე­უ­ლიც და გო­ნე­ბაც. ხოლო, როცა მზე თქვენს ნი­შან­ში გა­დაბ­რძან­დე­ბა, თავს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად იგ­რძნობთ.

ქალ­წუ­ლი
მე­გობ­რებ­ში აღი­ა­რე­ბა, მიღ­წე­ვე­ბი, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი გე­ლით. თა­მა­მად შე­უ­დე­ქით იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. თუნ­დაც, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ან მე­გობ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და ამით გა­ით­ქვას სა­ხე­ლი.

სას­წო­რი
მთვა­რის ამ თვე­ში თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბია: კა­რი­ე­რა, პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, პი­რა­დი ბიზ­ნე­სი და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა. თუ გაქვთ რა­ი­მე იდეა, მთვა­რის ეს თვე სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, რომ სა­სურ­ველს მი­აღ­წი­ოთ. ზო­გი­ერთს სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. ზოგს - და­ა­წი­ნა­უ­რე­ბენ, ზოგი ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას შეძ­ლებს. ერ­თა­დერ­თი, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით რეტ­როგ­რა­დულ (უკან­მა­ვალ) ფა­ზა­ში არი­ან და უმ­ჯო­ბე­სია, იმ პრო­ექ­ტებს მი­უბ­რუნ­დეთ, რაც ადრე ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

მო­რი­ე­ლი
მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ებს. აგ­რეთ­ვე, მათ, ვინც სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა და თქვენ­თან რა­ი­მე კავ­შირ­შია, ბიზ­ნეს ან პი­რად თე­მებ­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა (ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა) გა­და­წყვი­ტოს ან გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა/გა­და­ბა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­ნახ­ლდეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რე­ბი. აი­ღებთ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტებს, პას­პორ­ტს.

მშვილ­დო­სა­ნი
ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას ან ფულს მი­ი­ღებთ, რა­საც ელო­დით (ბან­კის­გან, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის­გან, პარტნი­ო­რის­გან). ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, რომ მი­ი­ღოთ მეტი ფული. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მემ­კვიდ­რე­ო­ბა ან მე­უღ­ლეს გა­ე­ზარ­დოს შე­მო­სა­ვა­ლი. ზოგ­საც გუ­ლუხ­ვი სპონ­სო­რი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ.

თხის რქა
გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, რომ და­ა­რე­გუ­ლი­როთ პი­რა­დი და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რედ შეხ­ვდეთ იმ ადა­მი­ანს, ვი­საც პირ­ველ ჯერ­ზე რა­ღა­ცის გამო და­შორ­დით, ვერ გა­უ­გეთ ერ­თმა­ნეთს; ახლა მე­ო­რე შან­სი გეძ­ლე­ვათ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ. საქ­მი­ან სფე­რო­შიც კარ­გი თვეა, კარგ პარტნი­ო­რებ­თან მო­გი­წევთ მუ­შა­ო­ბა.

მერ­წყუ­ლი
მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს, ყო­ველ­დღი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლი ხართ. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ან ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი ან სარ­ფი­ა­ნი შეკ­ვე­თე­ბი, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თა­ნაა კავ­შირ­ში. 20 ივ­ლი­სის შემ­დეგ საგ­რძნობ­ლად გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

თევ­ზე­ბი
ბავ­შვე­ბი, დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და გა­ტა­ცე­ბე­ბი გახ­დე­ბა თქვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ამ პე­რი­ოდ­ში. სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი ყო­ვე­ლი დღე. ბავ­შვებ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი გქონ­დეთ. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვი­ოს. გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი მა­სა­ჟით. იმ საქ­მი­ა­ნო­ბით, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა