თეგებით ძიება

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსს აძლევენ ვარსკვლევები ვერძებს. მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს და ცვლილებები დაიწყეთ გარდერობითა და ვარცხნილობით. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი დღეს ამბავს შეიტყობს შორეული ნათესავის ან მეგობრისაგან, რომლისგანაც დიდი ხანია აღარაფერი სმენია. ერიდეთ ამ დღეს ალკოჰოლურ სასმელებს და ღაით სეირნობას.

კურო. სამყარო არ შეცვლილა. უბრალოდ თქვენი სულია რომენტიკით აღსავსე. ასეთი განწყობა აისახება სამუშაოზეც. თქვენ შეიგრძნობთ შემოქმედებითი უნარების მოზღვავებას და იდეალისკენ სწრაფვას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე, ბევრს აიძლებს უფრო აქტიური ცხოვრების წესით იცხოვროს, რაც ასევე კარგია.

ტყუპები. დღეს დიდი მოვლენების მომსწრე გახდებით. შეეცადეთ სახალხოდ არ გამოავლინოთ თქვენი ნეგატიური ემოციები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა. ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს მომავალ ცხოვრებაში.

კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის ეს უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თქვენი გეგმები და ჩანაფიქრები ამ დღეს არ განხორციელდება. შეეცადეთ არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებს გაგირთულებთ. ოჯახშიც ასევე ეცადეთ არ გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდალი არ აგცდებათ. ნუ მიიღებთ ამ დღეს ალკოჰოლს.

ლომი. ნუ შეეცდებით ერთდროულად მოაგვართ თქვენი და სხვისი პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღლილობა და დეპრესია გემუქრებათ. ასევე მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზანი თუ გინდათ წაიწიოთ კარიერულ საფეხურზე სამსახურში. ყურადრებით იყავით საკუთარი ფულის მიმართ: ის შესაძლოა მოგპარონ, ან არასაჭირო ნივთებში დახარჯოთ.

ქალწული. თუ ექიმთან ვიზიტს გეგმავდით, ეს ხვალისთვის გადადეთ, რადგან ეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. კარგი იქნებოდა ქველმოქმედებით დაკავება. დფიქრდით თქვენს ახლობლებზე. დიდი ხანია ისინი არ მოგინახულებიათ.

სასწორი. თქვენთვის აუცილებელია მეორე ნახევრისგან თავი შორს დაიჭიროთ. იმიტომ, რომ შავი ხიზილალაც კი მოსაბეზრებელია.

მორიელი. დღეს პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ საუბარი ადამიანთან, რომელსაც შემთხვევით შეხვდით. დღე კარგი იქნება გასეირნებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრებსათვის. არ დაგავიწყდეთ ახლობლებს დაუთმოთ დრო. ისინი ამას საჭიროებენ.

მშვილდოსანი. დროა კარგად მოფიქრ4ებული გეგმის განსახორციელებლად. იმოქმედეთ თამამად, მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. იყავით გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე და უნდობლობა კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო საუბრები დღეს სიყვარულზე გექნებათ. დანიშნეთ რომანტიკული პაემანი და ნუ შეიკავებთ თავს მოჭარბებული ვნებებისაგან.

თხის რქა. იყავით მზად ნებისმიერი სახის გაერთიანებებისათვის - ერთობლივ მოქმედებას წარმატების მეტი შანსი აქვს. ამასთან არ მისცეთ პარტნიორს უფლება დაივიწყოს თქვენი პირადი ინტერესები, ან მხოლოდ თავისი ინტერესებით იყოს გატაცებული.

მერწყული. ამ ნიშნის წრმომადგენლებს დღეს მოუწევთ ყურადრებით იყვნენ თავიანთი ნივთების მიმართ. არსებობს საშიშროება მნიშვნელოვანი დოკუმენტების ან სახლის გასაღების დაკარგვისა. ეცადეთ ამ დღეს არ გასცეთ სესხი. შესაძლოა ჩაიშალოს ზოგიერთი დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ მალევე ყველაფერი თავის ადგილას დადგება. რეკომენდებულია სპორტით დაკავება, გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა. თუ გყავთ ბავშვები, შეურთდით მათ ვარჯიშსას.

თევზები. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისათვის. თუ დიდი ხანია ხატვის, სიმღერის ან მუსიკალური ინსტუმენტის დაკვრის დაწყება გინდოდათ, ეს სწორედ ის დღეა, როცა ყველფერი გამოგივათ. და თუ თქვენ ამ ყველაფრით პროფეიონალურ დონეზე ხართ დაკავებული, მაშინ წარმატება ძალიან დიდი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა