თეგებით ძიება

როგორ უნდა აკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუკი მისი გულის დაპყრობა გსურთ?

ამისთვის, როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის თავისებურებები უნდა იცოდეთ...

ვერძი
იმისთვის, რომ ვერძმა კოცნა მოგიწონოთ, მას რაღაც ახალი უნდა შესთავაზოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, როცა მოწყენილია. ამიტომ კოცნის ტექნიკა გაამდიდრეთ, მოკრძალებულიდან ვნებიანამდე, აკოცეთ ჯერ კისერში ან ყურზე, მხოლოდ შემდეგ გადადით ბაგეზე.

კურო
კურო ძალიან მგრძნობიარე ნიშანია. ეცადეთ, ამბორისას რაც შეიძლება მეტი გრძნობის სტიმულირება მოახდინოთ. ითამაშეთ მისი თმებით, ბაგით, უჩურჩულეთ ტკბილი უწმაწურობები.

ტყუპები
ტყუპებს სურთ, რომ კოცნა ვნებით იყოს სავსე. არა აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ, მთავარია, აჩვენოთ, რომ ანთებული ხართ და იწვით - ეს მის დაპყრობაში დაგეხმარებათ. ხელები სახეზე შემოაჭდეთ და მსუბუქად მიიზიდეთ, თან კმაყოფილების კვნესაც ამოუშვით.

კირჩხიბი
კირჩხიბს რომანტიკული ამბორი ესაჭიროება. ამიტომაც ყურადღება გარემოს მიაქციეთ: დაბალი განათება, სანთლები, მუსიკა და ერთმანეთს მინდობილი ორი ადამიანი.


ლომი
ლომს კოცნით ბედნიერს გახდით, თუკი მას ვარსკვლავურ შეგრძნებას მიანიჭებთ. ამიტომ კოცნისას შეაქეთ.

ქალწული
ქალწულისთვის იდეალურია ინსტრუქციის მიხედვით კოცნა, რომელსაც ცოტა ექსპერიმენტულად უნდა მიუდგეთ. აჩვენეთ თქვენი ტექნიკა. თუკი კოცნას მთელ ძალისხმევას მოახმართ, ეს ქალწულისთვის თქვენი სექსუალურობის მაჩვენებელი იქნება.

სასწორი
სასწორისთვის კოცნა მისადმი თქვენი დამოკიდებულების მაჩვენებელია. როცა სასწორს კოცნით, ამით ზრუნვის სურვილი უნდა გადასცეთ. მოქმედებისას ნაზად მოეფერეთ ხელზე, იყავით სათნო და ვნებიანი.


მორიელი
მორიელთან კოცნა - ეს მასთან ბრძოლაა: ინტენსიური და ვნებიანი. დაუთმეთ მორიელს ინიციატივა, ის ბედნიერი იქნება, როცა თავის გამოჩენის საშუალება ექნება.


მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის საუკეთესო კოცნა თამაშისა და გართობის თანაზიარია. ნუ იქნებით მონოტონური და განმეორებადი. გამოიკვლიეთ მისი სხეული, აკოცეთ სხვადასხვა ადგილას. გააკეთეთ პაუზა ხუმრობისა და სიცილისთვის. ნუ იქნებით სერიოზული.


თხის რქა
თხის რქას სწორი კოცნა ესაჭიროება. კარგად უნდა იყოთ ჩაცმული და კარგი სურნელიც აგდიოდეთ. ნუ გაერთობით, ეს სრულყოფილი კოცნა უნდა იყოს, რომლის შესახებაც ის თავის მეგობრებს მოუყვება.


მერწყული
მერწყულს მოსწონს ვნებიანი კოცნა, მაგრამ - არა ემოციურია. თქვენი ინტიმური გამოცდილების ჩვენება საჭირო არ არის. გათიშეთ ტვინი და გამოაჩინეთ ცხოველური ინსტინქტები. ნუ იქნებით ზედმეტად რომანტიკული, ფიზიკურ კავშირზე გააკეთეთ აქცენტი.


თევზები
თევზებისთვის კარგი კოცნა ბუნებრივი უნდა იყოს. საღამო უნდა იყოს რომანტიკული და ძველმოდური: განმარტოებული ვახშამი და გემოვნებიანი მუსიკა. თევზების კოცნისას ნუ იჩქარებთ, თქვენ ხომ რბოლაში არ მონაწილეობთ. ნელ-ნელა მოუმატეთ ვნებას და დატკბით ერთურთით.


წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა