თეგებით ძიება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. იყავით თავშეკავებული და მშვიდი. მიხედეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეიარეთ ექმითან გასასინჯად. ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტა ყველა პრობლემისა - უმოქმედობა და ამაყი დუმილია. იჯექით სიჩუმეში, წაიკითხეთ კარგი წიგნი.

კურო. სასიხარულო დღეა, რომლისგანაც სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდეთ. ესაუბრეთ მათ, ვინც მოგწონთ, გააკეთეთ დღესასწაულის ორგანიზება, მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი. იყავით გულწრფელი და მხიარული, თავი აარიდეთ მოწყენილობასა და გადაიტანეთ ხუმრობაში ნებისმიერი სახის უთანხმოება.

ტყუპები. ამ დღეს გონებამ უნდა აჯობოს გრძნობებს. ემოციების აყოლით თქვენ სიცრუის მსხვერპლი გახდებით ან სხვისი გავლენის ქვეშ მოექცევით. ალკოჰოლი ამ დღეს არ იქნება თქვენთვის კარგი კომპანიონი, ამიტომ უარი თქვით მის მიღებაზე. გარგებთ ფიზიკური ვარჯიშები, მასაში და გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურები.

კირჩხიბი. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის ცვლილებებისათვის, როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. იყავით თამამი და მიზანდასახული. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ასევე კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. აიღეთ შვებულება და დასასვენებლად გაემგზავრეთ.

ლომი. შეეცადეთ საკუთარ თავს სხვა რაკურსითაც შეხედოთ, დაინახოთ კარგი და ცუდი მხარეები. კარგი პერიოდია შეცდომაბის გამოსასწორებლად და სხვა ადამიანებთან შესარიგებლად. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ქცევებს. თქვენ გამუდმებით თვალს გადევნებენ.

ქალწული. არავის მისცეთ ნება საკუთარ გეგმებს მოგაცდინონ. არ გინდათ დრამატიზება, ყველაფერიი ცუდი მხოლოდ გეჩვენებათ. იყავით თბილი საკუთარ მეგობრებთან. მეტი დრო დაუთმეთ მეორე ნახევარს.

სასწორი. ნებისმიერი გეგმისა და ჩანაფიქრის განხორციელებას ამ ნიშნის წარმომადგენლები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ თუ შეუმჩნევად მოქმედებენ და მათზე არავის მოუყვებიან. წარმატებული იქნება დღე იმ ადამიანებისათვის, ვისაც სამსხურის შეცვლა განუზრახვს და წარუმატებელი იქნება მათთვის, ვისაც ბავშის ჩასახვა სურს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მარცხი პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ მეტისმეტად ნუ კონცენტრირდებით ინტიმურ პრობლემებზე. ბოლოს და ბოლოს სიყვარული და სექსი სხვადასხვა რამეებია.

მორიელი. კონფლიქტები, გაუგებრობები, ჩხუბი... ამ დღეს ასეთ მოვლენებს ადგილი არ ექნება, რადგან თქვენ საკუთარ თავში დიპლომატის ნიჭს აღმოაჩენთ. სამომავლოდ გაიხსენეთ კიდევ ვისთან არა გაქვთ ურთიერთობები მოგვარებული. პაემანზე ასევე შეძლებთ უკეთესი მხრიდან წარმოაჩინოთ საკუთარი თავი.

მშვილდოსანი. მთელი დღის განმავლობაში არაჩვეულებრივი განწყობა გექნებათ. ახლობლები და მეგობრები სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებენ. საღამოს ცოტა თავის ტკივილები სეგაწუხებთ. თუმცა დღე მთლიანობაში ძალიან კარგი იქნება.

თხის რქა. თხის რქებისთვის რეკომენდირებულია ამ დღეს განსაკუტრებული ყურადრება გამოიჩინონ ოჯახის ასაკოვანი წევრების მიმართ. დაეხმარეთ მათ კვლავ ენერგიულად და მხნედ იგრძნონ თავი. საყვარელი ადამიანები მხარს დაუჭერენ ყველა თქვენს ინიციატივას და ასევე შეეცდებიან დაგიცვან სტრესისა და ცხოვრებისეული უკუღმართობისგან.

მერწყული. გათავისუფლდით საკუთარი პრობლემებისაგან. თუ თქვენთვის რთულია გამოსავლის მოძებნა, დაივიწყეთ სიამაყე და დახმარებისათვის მეგობრებს მიმართეთ. იქნებ მათ შეუძლიათ თქვენი დახმარება.

თევზები. დროა საშინაო საქმეებს მიხედოთ და ოჯახს დაუთმოთ ყურადღება. ბავშვების აღზრდის საკითხები შეიძლება მარტივად და შესანიშნავი შედეგით დასრულდეს. ერიდეთ აგრესიის გამოვლენას და კამათში მონაწილეობას. ურთიერთობების განხილვა უმჯობესია შემდეგი დღისთვის გადადოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა