TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
იპოვეს შორტი და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა - სვანეთში დაკარგული მოზარდის მამა
  • იპოვეს შორტი და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა - სვანეთში დაკარგული მოზარდის მამა

    სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ - პოლიციამ შორტი და ქუდი იპოვა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ნივთები მის შვილს არ ეკუთვნის.




    დაკარგული მამის, დავით ფილფანის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ 13 წლის მოზარდი თბილისში იმყოფება.

    "ამ მომენტისთვის სიახლე არაფერია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. გვეხმარება უამრავი ადამიანი, განცხადებებს აკრავენ და ავრცელებენ თავიანთ ახლობლებში. ვფიქრობთ რომ შეიძლება ახლა თბილისისკენ წამოსულიყო. აქამდე ვიყავით შავი ზღვის სანაპიროზე და ვაკვირდებოდით, როგორ მუშაობდნენ მაშველები. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ თუ ის იქ გამოჩნდება, ამის შესახებ პოლიცია შეიტყობს. გვაჩვენებენ ვიდეო კამერების მონაცემებს. ასევე გვაწვდიან იმ ინფორმაციას, რასაც მოქალაქეები გადასცემენ. მაშველებთან და პოლიციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ. მათ იპოვეს შორტები და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა. არც ველოსიპედის კვალი ჩანს სადმე. ახლა ისღა დაგვრჩენია, გამოძიებას დაველოდოთ", - განაცხადა დავით ფილფანმა.

    სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

    წყარო:newposts.ge
    85 ნახვა
    31-07-2020, 10:11