TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"კომპანია დაფარავს თქვენი მკურნალობის, ცხოვრებისა და გარდაცვალების ხარჯებსაც კი"-გაერთიანებული საამიროების ავიახაზების შეთავაზება ტურისტთა მოსაზიდად
  • "კომპანია დაფარავს თქვენი მკურნალობის, ცხოვრებისა და გარდაცვალების ხარჯებსაც კი"-გაერთიანებული საამიროების ავიახაზების შეთავაზება ტურისტთა მოსაზიდად

    არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა გლობალური პანდემიის ფონზე ტურისტების-მგზავრების მოსაზიდად. კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ რომელიმე მგზავრი ფრენის მომენტში კოვიდ 19-ით დაინფიცირდება, დუბაის ავიახაზები აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში დაფარავს 176 000$ -ის ღირებულების სამედიცინო ხარჯებსაც კი, აგრეთვე ყოველდღიურად 118$ -ის ღირებულბის საკარანტინო ხარჯებსაც დაფარავენ, რომელშიც იგულისხმება სასტუმროს მომსახურება კვების ჩათვლის 2 კვირის განმავლობაში.



    კომპანია აგრეთვე აღნიშნავს, რომ თუ უარესი მოხდება და პაციენტი გარდაიცვლება, ავიახაზები გადაიხდიან 1765 $-ს, რომელიც დასაფლავების ხარჯებს მოხმარდება.ზემოაღნიშნული შეთავაზება მგზავრებისთვის ძალაშია 2020 წლის 31 ოქტომბრამდე.

    დუბაის აეროპორტებმა დააწესეს ტესტირების ახალი მოთხოვნები პაციენტებისთვის, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში- ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქალაქიდან გაფრინდება, ან შემოვა, უკანასკნელი 96 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ზე უარყოფითი უნდა უფიქსირდებოდეს. მგზავრებს გამოკვლევის ტესტებს მოსთხოვენ აეროპორტში.

    წყარო:newposts.ge
    85 ნახვა
    31-07-2020, 10:11