TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება მისი წასვლა" - მაია ცქიტიშვილი არჩილ ჯაფარიძეზე
  • "არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება მისი წასვლა" - მაია ცქიტიშვილი არჩილ ჯაფარიძეზე

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ არჩილ ჯაფარიძის თანამდებობიდან გადადგომა კონფლიქტს არ უკავშირდება.
    ცქიტიშვილის თქმით, ჯაფარიძე დაახლოებით 4 წელი იყო თანამდებობაზე და საჯარო მოხელე, რომ ოდესღაც თანამდებობაზე აღარ იქნება ამაში უცნაური არაფერია და ეს ბუნებრივია.


    "სამწუხაროდ,ახლა, სტიქიამაც მოგვისწრო, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. შემიძლია, გითხრათ, რომ არჩილ ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიუხედავად მისი გუნდი,გუბერნიის ადმინისტრაცია, ონის მუნიციპალიტეტის მერიც ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ძალიან საწყენია ბატონმა არჩილმა რომ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ბუნებრივია, ყველა საჯარო მოხელე ოდესღაც ამ პოზიციას ემშვიდობება და ამასაც უნდა შევეჩვიოთ. დაახლოებით 4 წელია, რაც ამ პოზიციაზეა. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ამ მხარეში,მაგრამ სხვა გეგმები აქვს ცხოვრებაში. მიზეზი არის ის, რომ 4 წელი საჯარო სამსახურში არის საკმაოდ ბევრი. ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის წასვლა ყოველთვის შეიძლება რაღაცას დაემთხვეს. არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება მისი წასვლა.ასევე მოვისმინე ერთ-ერთი ვერსია,რომ თითქოს სტიქიის ლიკვიდაციის პროცესს უკავშირდება და გეტყვით, ამასაც არ უკავშირდება.ეს არის ბატონი არჩილის პირადი გადაწყვეტილება და მოდით, შევეჩვიოთ, რომ ჩვენც,ნებისმიერ თანამდებობაზე მყოფი ადამიანები პირველ რიგში, ვართ ადამიანები და გვაქვს ჩვენი გარემოებები, გეგმები და პატივი ვცეთ ამ გადაწყვეტილებებს",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

    წყარო:newposts.ge
    83 ნახვა
    31-07-2020, 10:47