TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
მკვლელებმა ნებით თუ უნებლიედ მათ წინააღმდეგ სამხილი დატოვეს! - მაია ორჯონიკიძის სკანდალური პოსტი
  • მკვლელებმა ნებით თუ უნებლიედ მათ წინააღმდეგ სამხილი დატოვეს! - მაია ორჯონიკიძის სკანდალური პოსტი

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული მხარდამჭერი და გულშემატკივარი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

    როგორც მაია ორჯონიკიძე წერს, კონკრეტულად ვინ წაშალა თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკის პროფილი, ამის დადგენა შესაძლებელია.


    „თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკ-გვერდი მას მერე წაშალეს, რაც ოჯახმა მისი მკვლელობის საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვა მოითხოვა. მაგრამ როგორც აქამდე არაერთხელ-ივანიშვილის რეჟიმის ზონდერებმა ის არ იციან, რომ:

    1. ფეისბუკის პროფილის სრული წაშლა შეუძლებელია, ის ცენტრალურ სერვერებზე ინახება და სურვილის შემთხვევაში ცუკერბერგის კანტორას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ხილვადობის აღდგენა,რადგან სერვერებზე რუსული რეჟიმის მკვლელებს ცხადია ხელი არ მიუწვდებათ!

    2. მხოლოდ თამარის პროფილის აღდგენა კი არა-კონკრეტულად ვინ წაშალა-ამის დადგენაც შეუძლიათ უპრობლემოდ! ასე რომ მკვლელებმა ნებით თუ უნებლიედ მათ წინააღმდეგ სამხილი დატოვეს!

    3. რა დონის კრეტინი უნდა იყო,რომ თამარის პროფილის წაშლით ასე „დაიწვა“ თავი, თუმცა დროშის ვერდამკიდებლებისგან არაფერია გასაკვირი!

    რაც შეეხება თამარის ლეპტოპის გახსნას-ის დიდი ხნის უკანაა გახსნილი და აქამდე ამას მხოლოდ იმიტომ არ აცხადებდნენ,რომ კომპიდან მათთვის საფრთხის შემცველი ფაილების ძებნა-წაშლას მოანდიმეს განვლილი დრო.

    და მაინც ძალიან უნიჭო გარეწრები არიან-უხეშად, თეთრი ძაფით აქვთ შეკერილ-გადაკემსილი მთელი საქმე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე პროფესიონალისთვის სამხილებს ტოვებენ,რაც ამ ხელისუფლების დროს არა, მაგრამ მალე აუცილებლად გაუსკდებათ!“ - წერს მაია ორჯონიკიძე.

    1 265 ნახვა
    31-07-2020, 14:17