TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
მსახიობი ქეთევან კიკნაძე დახმარებას ითხოვს
  • მსახიობი ქეთევან კიკნაძე დახმარებას ითხოვს

    მსახიობი ქეთევან კიკნაძე დახმარებას ითხოვს და მიმართავს ყველას, ვისაც მისი სატკივარის გულთან ახლოს მიტანა შეუძლია:

    “10 წელია ვიბრძვი, ხმა მივაწვდინო ვინმე ოფიციალურ პირს რა დღეში ვართ იაშვილის 7 ნომერში მცხოვრებნი. დაინგრა 11 მეტრიანი კედელი ეზოსი, {ტერასა}რომელზედაც აშენებულია ვიღაცის ჩეჩმა, საიდანაც გადმოედინება კანალიზაციის წყალი 7 ნომერის ეზოში, სად არ ვრეკავდით და ვატყობინებდით, რომ კედელი ინგრევა.


    ყურადღება არავინ მოგვაქცია, ბოლო-ბოლო დაინგრა და კიდევ კარგი ეს მოხდა ღამით, თორემ ამას მოყვებოდა მსხვერპლი.

    აი, ასე ზრუნავენ ხალხზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სტალინთან ახერხებდნენ შესვლას და ხმის მიწვდენას, ამათ არ ეკადრებათ, ტელეფონს არ უპასუხებენ. იქნებ მას აფეთქებენ და მინდა შევატყობინო, არ არსებობს.

    არ ვიცი სახლში რა მდგომარეობაა, ვერ შევდივართ. ვინაიდან, სადარბაზოს კარები ისე გვაქვს ჩაკეტილი, მას ვერავინ გააღებს.

    თბილისი დაამსგავსეს ბინძურ ლამაზმანს, რომელიც მხოლოდ პომადას ისმევს და გარეგნულად ლამაზად გამოიყურება.”
    686 ნახვა
    1-08-2020, 01:49