თეგებით ძიება
03. 08. 2020 News-ები

ათიათასობით დაღუპული ბავშვი და მილიონობით მშიერი-კოვიდ 19-ის შეზღუდვების დრამატული შედეგი

WASHINGTONEXAMINER-ი აქვეყნებს მეცნიერთა კვლევის შედეგებს, რომლითაც ირკვევა, რომ კორონავირუსის შეზღუდვების შედეგად მსოფლიოში ყოველთვიურად 10 000 ბავშვი კვდება, ხოლო მილიონობით მათგანის ზრდა-განვითარების პროცესი ტოტალური შიმშილის გამო ფერხდება.

UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორის განცხადებით, უკვე 7 თვეა, რაც კორონავირუსი აქტიურ ფაზაშია და ისიც ნათელია, რომ დაავადების გამოძახილს უფრო მეტი უკუეფექტი აქვს ბავშვებზე ვიდრე უშუალოდ ინფექციას- „ ოჯახთა სიღარიბე და საკვები პროდუქტების დაუცველობა გაიზარდა“. აღნიშნული კვლევა ჩაატარა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა, რომელიც სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოაქვეყნა. აშშ-ს გავლენიანი სამედიცინო უწყების განცხადებით, მასობრივი საყოველთაო შიმშილი, რომელიც წარმოშობილია კორონავირუსისგან, ყოველთვიურად 10 000-მდე ბავშვს კლავს, ხოლო 550 000 მოზარდის ზრდის პროცესს საფრთხეში აგდებს.

„სკოლების დაკეტვით, პირველადი ჯანდაცვის სერვისებით გაუქმებით, კვების პროგრამების უფუნქციობით, ჩვენ წარმოუდგენელ ზიანს ვქმნით“ - განაცხადა UNICEF-ის საერთაშორისო კვების პროგრამების ხელმძღვანელმა, ვიქტორ აგუაიომ.

UNICEF-ის მაღლჩინოსანთა განცხადებით, საკვებით უზრუნველყოფის ჯაჭვური ქსელის ჩაშლამ გამოიწვია ფასების ზრდა, რამაც პანდემიის პირობებში ღარიბული ქვეყნები, რომლებიც არასკმარისი კვებით არიან აღნიშული, კიდევ უფრო დიდი სირთულეებს აწყდებიან საკვებზე არასათანადო ხელმისაწვდომობით. საერთაშორისო საკვების კვლევითი ორგანიზაციების განცხადებით, პანდემიის გამო დამატებით 140 მილიონი ადამინი აღმოჩნდება უკიდურეს სიღატაკეში.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა