თეგებით ძიება
03. 08. 2020 News-ები

ბაჩალიაშვილის დედა: საპატრიარქოში მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ილია მეორეს ვერ შეხვდა, რადგან, მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქი შეუძლოდ იყო.
ოჯახმა საპატრიარქოსგან მიიღო პირობა, რომ პატრიარქთან შეხვედრას მას შემდეგ შეძლებდნენ, რაც ის თავს უკეთ იგრძნობდა.

"პატრიარქი შეუძლოდ იყო და მასთან შესახვედრად სხვა დროს დაგვიბარებენ. იქვე გადაუხადეს [პანაშვიდი] და კიდევ გადავუხდით, როცა მოხვალთო", - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ ნაწილობრივ ინფორმირებულები იყვნენ.

"მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე. ყველაფერი ვუთხარით, რაც ხდებოდა. თვითონაც ნაწილობრივ საქმის კურსში იყვნენ", - განაცხადა თამაზაშვილმა

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა