თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

“შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. ასე მგონია, ფრთები მომაჭრეს” – ნინი შერმადინის ემოციური წერილი მამას

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ მამას, სოციალური ქსელის მეშვეობით, დაბადების დღეს ულოცავს.

“მამი, გილოცავ 65 წლის იუბილეს. შარშან ამ დროს ვგეგმავდით როგორ უნდა აგვეღნიშნა გრანდიოზულად. ალბათ, მანდ სამოთხეში, სადაც შენი ლამაზი სულია, უფრო ლამაზად და გრანდიოზულად მოგილოცავდნენ ანგელოზები.

სულ მიყვარდი, მაგრამ ახლა ვხდები, როგორ მყვარებიხარ. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. ასე მგონია, ფრთები მომაჭრეს…

ძალიან მტკივნეული ყოფილა მონატრება, მაგრამ ამასაც გავუძლებთ იმიტომ, რომ აუცილებლად გნახავ… ჩვენ ხომ ისედაც სულ გვენატრებოდა ერთმანეთი. შევხვდებით, მაგრამ ჯერ – არა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…” – წერს მომღერალი “ფეისბუქზე”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა