თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

\'\'წონის დაკლებიდან ტკივილის შემსუბუქებამდე\'\' -ორგაზმის 5 პოზიტიური გავლენა ორგანიზმზე

კარგი სექსი ადამიანებს ეხმარება რომ თავს გრძნობდნენ შესანიშნავ ემოციურ განწყობაზე, მას აგრეთვე სასარგებლო გავლენა გააჩნია მათ ფიზიკურ მდგომარეობაზეც.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ მამაკაცთა 66 % განიცდის ორგაზმს, ხოლო ქალთა შემთხვევაში ეს ციფრი 43 %-ია. სასიყვარული აქტის კულმინაცია ძალზე მნიშვნელოვანია, რომელსაც დადებითი გავლენა გააჩნია ჯანმრთელობაზე. სექსოლოგმა კეიტ ტეილორმა ორგაზმისგან 5 ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი დაასახელა:

1) ორგაზმის მთავარ ღირსებას წარმოადგენს ის, რომ მას ორგანიზმისთვის საუკეთესო ტკივილგამაყუჩებლის ფუნქცია გააჩნია- მის დროს გამოთავისუფლებულ ენდორფინებს გააჩნიათ კონკრეტული ტკივილგამაუჩებელი თვისებები. ეფექტები იმდენად ძლიერია, რომ სექსზე ფიქრმაც კი შეიძლება გაზარდოს ტკივილისთვის ბარიერი.

2) სექსის უმთავრეს ღირსებას წარმოადგენს აგრეთვე წონის დაკარგვა. სხვადასხვა პოზაში განვითარებული სექსუალური აქტის დროს ადამიანები საკმაოდ ხშირად და ეფექტურად კარგავენ წონას. მთავარია, რომ წყვილი სიყვარულით რეგულარულად კავდებოდეს.

3) მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარულ ინტიმურ ურთიერთობას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ინტელექტზე. აღნიშნული აქტის დროს ჰიპოკამპში, რომელიც თავის ტვინის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს, ბევრი უჯრედი წარმოიქმნება, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერებასა და ინფორმაციის დამახსოვრების უნარზე.

4) ორგაზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო ღირსებას წარმოადგენს აგრეთვე იმუნიტეტის გაძლიერება. რაც უფრო ხშირად განიცდის ადამიანი ორგაზმს მით უფრო მეტად ძლიერდება ორგანიზმი, რომელსაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექმნება ინფექციასთან ბრძოლაში. 2004 წელს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ხალხს, რომლებიც სექსით კვირაში 3 ან მეტჯერ კავდებიან, ინფექციებთან მებრძოლი ანტისხეულების დონე ორგანიზმში 30 %-ზე მაღალი აქვთ, ხოლო მათ ვისაც სექსი კვირაში 2-ჯერ აქვთ, ანტისხეულების უფრო მცირე რაოდენობით მოეპოვებათ.

5) რამდენიმე წამიანი ორგაზმი აგრეთვე ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებასაც. კვლევების თანახმად, მამაკაცებს, რომლებიც კვირაში 2-ზე მეტჯერ განიცდიან ორგაზმს, მოულოდნელი გარდაცვალების რისკი 50 %-ზე დაბალი აქვთ, ხოლო ქალებს, რომელთაც რეგულარული სექსი აქვთ, აქვთ „გრძელი“ ტელომერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიცოცხლის, სილამაზისა და ახალგაზრდობის ხანგრძლივობაზე.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა