თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

წინასაარჩევნოდ ტოტალურ სახეს მიიღებს ამომრჩეველთა დაშინების პრქტიკა, მასში აქტიურად არიან ჩართულები საჯარო პირები და კრიმინალური სამყარო - ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მმართველი პარტიის ყოველგვარი მცდელობისა, მას ქართველი ხალხი 2020 წლის არჩევნებზე მაინც დაამარცხეს.

ბეჟაშვილის თქმით, მომდევნო კვირეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ფაქტს შევხვდებით, სადაც ნათლად დავინახავთ, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების დახმარებით ამომრჩევლის მოსყიდვას.

„ესაა ნაწილი იმ სისტემის, რომელიც წინასაარჩევნოდ ამოქმედდება და ტოტალურ სახეს მიიღებს. სისტემის, რომელშიც აქტიურად არიან საჯარო პირები ჩართულები და რომლის მეშვეობითაც შეეცდებიან ამომრჩეველზე ზეწოლას. ამ პროცესში ჩართულია კრიმინალური სამყაროც. ფაქტია, რომ ოპოზიციურ პარტიებს სწორედ ამ მძიმე საარჩევნო ფონზე უწევთ და მოუწევთ კამპანიის წარმოება.

ცალკეულ მუნიციპალიტეტებში უვკე დაწყებულია პროცესები. თუნდაც მაგალითისთვის ავიღოთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არჩეული მერების გადაყენება. ასევე, ცალკეულ სოფლებში სოფლის გამგებლების გათავისუფლება. მათ ჰპირდებიან, რომ თუ არჩევნებზე კარგ შედეგებს დადებენ, თანამდებობებზე დააბრუნებენ.

ასევე, ვფიქრობ, სხვა მიმართულებებითაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. იგივე ჯარიმებთან დაკავშირებით. როგორ ხდება პანდემიის დროს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დაჯარიმება. გვაქვს ეჭვი, რომ ეს ჯარიმები და ჯარიმების მოხსნის საკითხი ასევე წინასაარჩევნოდ იქნება გამოყენებული"- აცხადებს ბეჟაშვილი.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა