თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

უიმედო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, თითების ამპუტაცია დასჭირდა

კალიფორნიელი მამაკაცი აცხადებს, რომ იგი თავს ბედნიერად გრძნობს მას შემდეგ,რაც კორონავირუსის გამო 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უგონოდ იმყოფებოდა. აღნიშნულმა ვირუსმა მას სამუდამო დაღი დაასვა- ხელის თითებზე განუვითარდა განგრენა, რის გამო ექიმთა განცხადებით უნდა მოხდეს მათი ამპუტირება.

54 წლის გრეგ გარფილდი დაავადდა მას შემდეგ, რაც იგი „სათხილამურო მოგზაურობაში“ წავიდა მეგობრებთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში. მისი მდგომარეობა ყოველდღე უარესდებოდა და ბოლოს იმ კონდიციამდე მივიდა, რომ იგი უგონო მდგოამრეობაში მოათავსეს საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმები მას გადარჩენის მხოლოდ 1 %-იან შანსს აძლევდნენ.

სიცოცხლისთვის ხანგრძლივი და რთული ბრძოლის ფონზე, რომელმაც 64 დღის განმავლობაში გასტანა, გარფილდი საბოლოოდ კარგად გრძნობს თავს და უკვე შეუძლია სახლშიც წავიდეს. ვირუსის გამო ქსოვილებისა და კუნთების დიდი დაზიანების გამო, რომელმაც უჯრედთა სიკვდილის გამო გამოიწვია მისი თითების ნეკროზი, ქირურგთა თქმით, მას უნდა მოაჭრან ხელის ყველა თითი. ექიმების განცხადებით, მსგავსი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში- მათი აზრით, არავინაა დაზღვეული მსგავსი სახის დაზიანებისგან, რადგან ვირუსი ფილტვებთან ერთად საგრძნობლად აზიანებს ქსოვილებსა და კუნთებსაც, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში ნეკროზის გამოწვევა შეუძლია.






წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა