თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

თამუნა ბაჩალიაშვილი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი იყო - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკოსი ნინო ბურჟანაძე „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა ახალგახრდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ოჯახს ეს ტრაგიკული ამბავი მიუსამძიმრა.

მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი იყო, რის გამოც პოლიტიკოსი კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, საქმის გამოძიების გამო.

„კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. უნდა გამოგიტყდეთ, არ ვიცოდი, აღმოჩნდა, რომ ეს ოჯახი ჩვენი ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო, არჩევნებზე თამარის ბებია იმ ზონაში, ანუ ქვემო ფონიჭალაში ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იყო.

თავად თამუნაც ჩვენი პარტიის გულშემატკივარი ყოფილა. ეს რეალურად არ ცვლის ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ტრაგედიას, მაგრამ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაში, რომ გაირკვეს ეს ამბავი",- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს.

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვედა და საქმის გამოსაძიებლად FBI-ის ჩართვა მოსთხოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა