თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

14 წლის გაუჩინარებული ბავშვის სხეული ნიანგის მუცელში აღმოაჩინეს

მალაიზიაში ნიანგის მუცელში აღმოაჩინეს იმ თინეიჯერის სხეულის ნაწილები, რომელიც 6 დღის წინ გაუჩინარდა. 14 წლის რიკი განიას ალიგატორი თავს მაშინ დაესხა, როდესაც იგი მდინარე რუმა დადატთან ლოკოკინებს აგროვებდა. ქვეწარმავალი წყლიდან ამოხტა და ბავშვს ფეხებზე პირით ჩაავლო, რომლის შემდეგაც არასრულწლოვანი წყალში ჩაათრია.

ბავშვის გაუჩინარების ადგილიდან მეძებართა და მაშველთა ჯგუფებმა ნიანგი ბიჭის გაუჩინარების ადგილიდან 2 მილის მოშორებით აღმოაჩინეს. სამართალდამცავებს დეიდამ განუცხადა, რომ მან დაინახა თუ როგორ ჩაათრია ქვეწარმავალმა ბავშვი წყალში.

პოლიციელებმა ნიანგი დაღუპული ბიჭის ოჯახის თვალწინ დაიჭირეს და საბოლოოდ მისი სხეული გაჭრეს, რათა მოეპოვებინათ მტკიცებულებები- ნიანგში ბიჭის ტანსაცმლის ნაფლეთები და სხეულის ნაწილები-ძირითადად ძვლები იქნა აღმოჩენილი. ბიჭის სხეულის ნაწილები ოჯახმა სახლში წაიღო, რათა მისთვის დამკრძალავი პროცესია ჩაეტარებინათ.





წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა