თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

„ლამის ბებიაქალობა შემომთავაზეს“ - რა ემოციები მიიღო გიორგი ცხადაძემ მშობიარობაზე დასწრებით

მსახიობი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა 21 ივლისს პირველი შვილის მშობლები გახდნენ. გიორგი მშობიარობას დაესწრო და ამბობს, რომ დადებითი ემოციებით სავსეა. ამასთან, ყველა ბიჭს ურჩევს, ეს მომენტი არ გამოტოვონ და შვილის გაჩენას აუცილებლად დაესწრონ.

მსახიობის თქმით, აუცილებლად შეეცდება მისი შვილითვის სამაგალითო იყოს, რადგან ფიქრობს, რომ შვილის აღზრდა ცხოვრებაში ყველაზე რთული საქმეა.

გთავაზობთ ამონარიდს ჟრნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

გიორგი ცხადაძე:

ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი სიახლეა. თითქოს არასდროს მჯეროდა, რომ ოდესმე შვილი მეყოლებოდა. ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ ადრე იყო და არ ვგეგმავდით. მაგრამ რადგან მოხდა, ვხვდები, რომ ამით ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. თუმცა, ეს ყველაფერი იმდენად ახალია, რომ ჯერ ვერ ვიტყვი, როგორია, იმედია, რომ ძალიან კარგი იქნება.

– მშობიარობაზე დასწრება როგორ გადაწყვიტე?

– ყველა ბიჭს ვურჩევ, მეუღლის მშობიარობას დაესწროს. მეგონა, ამას ვერასდროს გავაკეთებდი, მაგრამ ბოლოს თვითონ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ყველა ამბობს, რომ ამ დროს იტანჯებიან, ცუდად ხდებიან და ასე შემდეგ. ვინმემ თითი რომ გაიჭრას, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მშობიარობას დავესწარი და ძალიან ვისიამოვნე ამ პროცესით. თურმე, საინტერესო ყოფილა ექიმს ყველაფერის შესახებ ვეკითხებოდი და ბავშვი რომ ამოიყვანეს, ჭიპლარის გადაჭრაც არ ყოფილა პრობლემა. ლამის ბებიაქალობა შემომთავაზეს (იცინის).

– დასაწყისში თქვი, არ ვიყავი მზად ამ ყველაფრისთვისო. ახლა პატარას რომ უყურებ, რას ფიქრობ?

– ძალიან ბევრს ვფიქრობ. რაც უნდა ბევრი ვილაპარაკო, მაგარი შეგრძნებაა-მეთქი, თუ არ გამოსცადე, ვერ დაიჯერებ. მეც არ მჯეროდა, უახლოესი ადამიანებისგანაც კი. სანამ თავად არ გამოცდი, ვერასდროს გააცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. შენს ნაწილს ხედავ შვილში, შენი შექმნილია. მგონია, რომ ბავშვის აღზრდა ცხოვრებაში ყველაზე რთული მისიაა. ვფიქრობ, რომ შვილები მშობლის საქციელს იმეორებენ და შევეცდები, მისთვის სამაგალითო ვიყო. ამიტომ, ალბათ, საკუთარ ქმედებებზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობ. ერთი რამ უკვე ვიცი, ძალიან მინდა, რომ სმენა ჰქონდეს (იცინის). მგონია კიდეც, რომ აქვს. დაბადებისთანავე შევატყვე, ტირილსა და ჩემი ხმის მოსმენისას რეაგირებაზე. შეიძლება; სისულელეს ვამბობ, მაგრამ ასე ვფიქრობ (იცინის).

წყარო: თბილისელები


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა