თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

შრი-ლანკის ციხიდან ჰეროინის ნარკოკურიერი კატა გაიქცა

შრი-ლანკაში, ქალაქ კოლომბოს ციხის ტერიტორიაზე დააკავეს კატა, რომელიც ცდილობდა კონტრაბანდული გზით ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ტელეფონის სიმ ბარათების გატანას.

კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი აღმოაჩინეს ციხის სათვალთვალო სამსახურის თანამშრომლებმა. პენიტენციური სისტემის ოფიციალური განცხადებით, კატას კისერთან პატარა ზომის ჩანთა ჰქონდა, რომელზეც მიმაგრებული იყო ორი გრამი ჰეროინის პაკეტი, ტელეფონის სიმ და მეხსიერების ბარათები.

ნარკოკურიერი კატა დაკავებიდან მეორე დღესვე გაიქცა,თუმცა ამის შესახებ ციხის ოფიციალური პირები განცხადებას არ აკეთებენ. შრი-ლანკაში ნარკო ტრეფიკი ძალზე დიდ პრობლემას წარმოადგენს- გასულ კვირას დააპატიმრეს არწივი, რომელიც ცდილობდა კოლომბოს გარეუბანში ნარკოტიკების მიტანას ერთ-ერთი ადრესატისთვის

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა