თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

შემზარავი ფაქტი – შვილს მოხუცი დედის ცხედარი სამი კვირის განმავლობაში კარადაში ჰქონდა დამალული

ათენში, კერძოდ კალითეაში შოკისმომგვრელი ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 58 წლის შვილს, 92 წლის გარდაცვლილი დედის ცხედარი სამი კვირის განმავლობაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კარადაში ჰქონდა დამალული.

მეზობლების განცხადებით, დედასა და შვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ეს კი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ შვილზე მამა მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, დედა კი დუმდა.

58 წლის ქალი სამუშაოდ სხვა ქალაქში გადავიდა, შინ მხოლოდ მამის დაკრძალვაზე დასასწრებად დაბრუნდა. როგორც აღნიშნული პიროვნება სამართალდამცავებთან აცხადებს, დედა 7 ივლისს გარდაეცვალა, მას დაკრძალვისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნდა და ამიტომ გადაწყვიტა კარადაში გვამის დამალვა.

58 წლის ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა