თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

საგარეო საქმეთა სამინისტრო “ახალ შენობაში“ უნდა გადასულიყო, რაშიც 21 მილიონი დაიხარჯა, სამინისტრო ახალ შენობაში არ გადასულა

"ფლანგვის დეტექტორის" კვლევის თანახმად, 2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრო “ახალ შენობაში“ უნდა გადასულიყო, რაშიც 21 მილიონი დაიხარჯა. სამინისტრო ახალ შენობაში არ გადასულა.
"საპროექტო სამუშაოები მნიშვნელოვანი ხარვეზებით შეასრულა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ძმის მიერ ერთი დღით ადრე დარეგისტრირებულმა კომპანიამ – “ლენდ მარკ პროჯექტმა”;
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და თბილისის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რაც კიდევ უფრო პრობლემურს ხდის ჩატარებული სამუშაოების ხარვეზიანობას;

მთავრობამ უტენდერო, პირდაპირი შესყიდვის გაფორმება დაავალა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის მიერ დაქირავებული კომპანიის, შპს ინ-სი-ს დირექტორს ზვიად თოიძეს ქართულ ოცნებისთვის 50,000 ლარი აქვს შეწირული;

სამუშაოები 10 მილიონი ლარის ნაცვლად ორჯერ ძვირი, 21 მილიონზე მეტი დაჯდა და 2019 წელს დასრულდა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ შენობაში ჯერ არ გადასულა"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა