თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

ექიმის პირველი კომენტარი: რა გახდა 41 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი? – ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

გუშინ სამშობიარო კლინიკა “ჰერაში” მშობიარობა ტრაგედიით დასრულდა. 41 წლის პაციენტი, რომელმაც 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა.

მშობიარე თამუნა მინაშვილს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. საკეისრო კვეთა ექიმმა ირაკლი მაჭარაძემ გააკეთა.

“პრაიმტაიმი” მეან-გინეკოლოგს ირაკლი მაჭარაძეს დაუკავშირდა.

– როდესაც მთავრდებოდა საკეისრო კვეთა, მოხდა არტერიული წნევის ვარდნა და გულის გაჩერება. ყველანაირ ზომას მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ დადგა ბიოლოგიური სიკვდილი.

პაციენტის ცხედარი გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და საბოლოო მიზეზი სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. წინასწარი დიაგნოზი ალბათ არის თრომბოემბოლია.

– საკეისრო კვეთამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარეთ?

– კი, ყველა ანალიზი გავუკეთეთ. ტყუპი ნაყოფი იყო და სამწუხაროდ მოხდა ეს.

– ორსულობა როგორ მიმდინარეობდა მისი?

– მისი ორსულობა დამაკმაყოფილებლად მიდიოდა, რამდენჯერმე საჭირო გახდა მედიკამენტოზური ჩარევა, თუმცა სერიოზული არაფერი.

– პოლიციამ გამოგკითხათ უკვე?

– კი, დაწყებულია გამოძიება. ვიყავი პოლიციაში უკვე. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამის შემდეგ იქნება ექსპერტიზის პასუხი და გადაწყდება ყველაფერი.

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა