თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

უმძიმესი კრიმინალური ფაქტი- მამაკაცმა 50 ტაქსის მძღოლი მოკლა და მათი სხეული ნიანგებს აჭამა

ინდოელმა სერიულმა მკვლელმა აღიარა 50-მდე ტაქსის მძღოლის მკვლელობა, რომელთა სხეულებს კვალის გაქრობის მიზნით ნიანგებს აჭმევდა. 2002-იდან 2004 წლამდე დევენდერ შარმა დამნაშავედ სცნეს 7 ტაქსის მძღოლის მკვლელობაში, რომლის შემდეგაც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ჯაიპურის ციხეში. საპატიმროში გატარებული 16 წლის შემდეგ, 62 წლის შარმა ციხიდან დროებით გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ 20 დღეში უნდა დაბრუნებულიყო საპატიმროში, თუმცა იგი გაუჩინარდა.

გასული კვირის ოთხშაბათს იგი პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქ, დელიში დააპატიმრა, სადაც ერთ-ერთ ქვრივ ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელზეც თავისუფლებაზე ყოფნის განმავლობაში დაქორწინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შარმა უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონეა- იგი 1984 წლიდან 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ კლინიკას, თუმცა თაღლითობის ერთ-ერთი სქემის გამო ყველაფერი დაკარგა, რომლის შემდეგაც მან კრიმინალურ საქმიანობას მიჰყო ხელი და თავდაპირველად გაზის ფალსიფიცირებულ ბალონებს ჰყიდდა. ამის შემდეგ იგი ჩართული იყო არალეგალურად თირკმლების გაყიდვაში- ამ საქმეზე იგი 2004 წელს დააკავეს- მან 125-მდე ტრანსპლანტი გაყიდა, რომელსაც 6680-იდან 9350 $-ად ჰყიდდა.

შარმამ პოლიციასთან აგრეთვე აღიარა, რომ იგი თავის თანამზრახველებთან ერთად იძახებდა ტაქსებს, მძღოლებს კლავდნენ- მათ სხეულს ნიანგებს აჭმევდნენ, ხოლო მანქანებს ჰყიდდნენ და თითოეული ავტომობილისთვის 270 $-ს იღებდნენ.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა