თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

"ბოლო პერიოდში დასავლეთმა ჩვენ მიმართ ინტერესები გამოავლინა, რუსეთს კი თავისი ერთადერთი მოკავშირის დაკარგვის ეშინია" - ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელორუსსა და რუსეთშ შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელორუსის უახლოესი სანდო პარტნიორი.

„ვინ არ უნდა იქნეს ბელორუსის ან რუსეთის ხელისუფლებაში, რუსეთი და ბელორუსი ყოველთვის ურთიერთმოკავშირეები იქნებიან. ეს ჩვენს ორივე ერში ღმად ფესვგადგმულია“ - აღიშნა ლუკაშენკომ. ამავდროულად მან განაცხადა და შეახსენა ოფიციალურ მოსკოვს თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს ბელორუსი რუსეთის ფედერაციისთვის.

„რუსეთს ეშინია ჩვენი დაკარგვის, რადგან მას ახლო მოკავშირეები აღარ დარჩა, ბოლო პერიოდში კი დასავლეთმა ჩვენი მიმართულებით ინტერესი გამოავლინა. ყველამ იცის ჩვენი დამოკიდებულება: „ბელორუსი არავისთან იწყებს მეგობრობას, თუ ეს ვინმეს წინააღმდეგაა მიმართლი. ჩვენ მრავალვექტორულობისკენ ვიხრებით და ვირჩევ თანმიმდევრულ, პროგნოზირებად საგარეო კურსს“- განაცხადა ბელორუსის ლიდერმა.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა