თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

"თქვენ ხართ რეგვენი" – დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

ხმაურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოში - საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ საბჭოში დანიშნული ახალი წევრი თამარ ღვამიჩავა საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავია და სახეზეა, ინტერესთა კონფლიქტი.

ცნობისთვის, ღვამიჩავამ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მას და შენგელიას “საერთო წინაპარი” ჰყავთ, თუმცა თქვა, რომ ახლო ნათესაური კავშირი არ აქვთ.

ფაქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ირაკლი შენგელია გამოეხმაურა. მისი თქმით, ღვამიჩავასთან 4-6 თაობის წინ საერთო წინაპარი ჰყავდა.

“ნათესავი ჭირში ან ლხინში უნდა მენახა და თამარ ღვამიჩავა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს. ახლა ვიტყვი იმას, რასაც სამი წელი ვმალავდი – ნაზი ჯანეზაშვილი ჩემი ნათესავია. თქვენ ჭირშიც მინახიხართ”, – მიმართა შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს.

მისი თქმით, ჯანეზაშვილი ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, გამოდის აქციებზე და ბინძური მეთოდებით ებრძვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

“ბატონო ირაკლი, თურმე 3 წელია იცით, რომ გარკვეული ნათესაური კავშირი არსებობს ჩვენს შორის. მე ერთი წლის წინ შემთხვევით გავიგე, რომ ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანის ნათესავი ხართ და შოკირებული ვიყავი. არ მინდა, ზიანი მივაყენო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს, თქვენ ბრძანდებით რეგვენი და არ იცით, სად რა უნდა ილაპარაკოთ.

საზოგადოებისთვის კი განვმარტავ, რომ მე მყავს ბიძაშვილი – დედის ძმის შვილი, რომლის მეუღლე არის ირაკლი შენგელიას ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი. ეს არაა ნათესაური კავშირი. მე თქვენ არასდროს მინახიხართ ჩემი ბიძაშვილის მეუღლის ოჯახში გარდა ერთი შემთხვევისა, როცა მას მამა გარდაეცვალა. თქვენ მომოგზავნეთ ნათესავები, რომ მე გავჩუმებულიყავი. არანაირი ჩემი ნათესავი თქვენ არ ხართ”, – უპასუხა ჯანეზაშვილმა ირაკლი შენგელიას.


წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა