თეგებით ძიება
05. 08. 2020 News-ები

გაეროს შემაშფოთებელი დასკვნა: \'\'ჩრდილოეთ კორეამ უკვე შექმნა ისეთი ბირთვული ქობინები, რომელთა ბალისტიკურ რაკეტებზე დამონტაჟება მოხდება\'\'

გაეროს მაღალჩინოსანთა მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბრიტანული მედიისთვის ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე შექმნა პატარა ზომის ბირთვული ქობინი, რომლის ადაპტირება და ბალისტიკურ რაკეტაზე დამონტაჟება უკვე პრობლემა აღარ იქნება ფხენიანის არმიისთვის.

რამდენიმე წამყვანი დასავლური ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა გააფრთხილეს გაეროს უშიშროების საბჭო, რომ ჩრდილოეთ კორეამ ტექნიკური ბაიერი უკვე გადალახა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა შორ მანძილზე მოქმედი ბირთვული იარაღის შექმნაში. ჩრდილოეთ კორეას ბირთვული მოწყობილობა ან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა მას შემდეგ არ გამოუცდია, რაც მან 2017 წელს განაცხადა, რომ თავისი ბრძოლა, შეჯიბრი ბომბის შესაქმნელად უკვე დაასრულა.

სწორედ ამ წელს HWASONG 15-ის კონტინენტშორისი ჩრდილო კორეული რაკეტის გამოცდას კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით მას 13 000 კილომეტრზე შეუძლია ფრენა- თითქმის სრულად ფარავს ამერიკის ტერიტორიის ნახევარზე მეტს .

გავრცელებული ინფორმაციით, კორეელებმა აგრეთვე გამოსცადეს თერმობირთვული ბომბი თავიანთ მიწისქვეშა სადგურებზე- აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომელმაც რამდენიმე მთიანი ნაწილის სრულად ჩამონგრევა გამოიწვია აღნიშნულ ტერიტორიაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა