თეგებით ძიება
05. 08. 2020 News-ები

სპეცოპერაცია ქუთაისში- ნარკოდანაშაულისთვის 55 წლის კაცი დააკავეს

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები შენობიდან გაიტანა.
როგორც დაკავებული აცხადებდა, მას ნარკოტიკული საშუალება თან ჰქონდა. ადგილზე სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვისაა დაკავებული და გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა