თეგებით ძიება
05. 08. 2020 News-ები

საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო - კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ საბერძნეთის რესპუბლიკის საქართველოში ელჩის დიმიტრიოს კარაბალისის სიცრუეში დადანაშაულებას გამოეხმაურა.
კანდელაკის თქმით, თურნავა ჩრდილს აყენებს საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებს, რადგან შეუძლებელია საბერძნეთის ელჩს არ ქონოდა დანამდვილებითი ინფორმაცია იმის შესახებ რომ საქართველო საბერძნეთს საზღვრის გახსნას და რეგულარული ფრენების განახლებას დაპირდა მაგრამ პირობა არ შეასრულა.

„მსურს საზოგადოების ყურამდე მივიტანო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია თუ როგორი უხერხული სიტუაცია შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ საქართველოს ელჩთან დავით დუნდუასთან შეხვედრაზე, რომელსაც საბერძნეთის მხარემ აჩვენა ევროკავშირის შიდა დოკუმენტები რომლებიც ადასტურებენ რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში საბერძნეთის დამსახურება მნიშვნელოვანია და იმის გათვალისწინებითაც რომ საბერძნეთს ვირუსთან ბრძოლის კარგი სტატისტიკა აქვს საბერძნეთის მხარის სურვილია რომ საქართველოსთან გაიხსნას საზღვარი და აღდგეს ფრენები. პასუხად, საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ დოკუმენტების ნამდვილობაში ეჭვი შეიტანა - როგორც ჩანს თბილისიდან ინსტრუქციით - რითაც საბერძნეთის მხარის შოკი გამოიწვია და საქართველოსა და საბერძნეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ჩრდილი მიაყენა.

იმის გათვალისწინებით რომ საბერძნეთი - პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად - მართლაც ძალიან აქტიურობდა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების კონტექსტში, რომ საბერძნეთს მართლაც გააჩნია კარგი ეპიდსიტუაცია და რომ საბერძნეთში იმყოფება ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე რომელსაც სურს სამშობლოში დაბრუნება, ქართული ოცნების უარი საზღვარი გახსნას საბერძნეთთან და ნება დართოს ეგეოსის ავიახაზებსა და ვიზეარს განახორციელოს რეგულარული ფრენები სიბრიყვე და მავნებლობაა,“ - განაცხადა კანდელაკმა.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა