თეგებით ძიება
05. 08. 2020 News-ები

ინგლისში გაჩუქებულმა კატამ სახლში დასაბრუნებლად 64 კილომეტრი გაიარა

The Sun-ი წერს, რომ ინგლისში კატამ სახელად 64 კილომეტრი გაიარა და სახლში დაბრუნდა. 8 ივნისს ნილ პეინმა და მისმა ცოლმა ლესამ 3 წლის გარფილდი სხვა ოჯახს აჩუქეს, თუმცა რამდენიმე დღეში ის ლონდონში მდებარე ახალი სახლიდან გაიქცა. 30 ივლისს კატა სოფელ შილინგტონში, ძველ სახლთან აღმოაჩინეს.

„ეს საოცარი იყო. მიყურებდა და ტიროდა. ჯერ ვერ დავიჯერე, რომ გარფილდი იყო. ლესა კართან მივიდა, დაუძახა, კატა კი ხელებში ჩაუხტა. ჩვენს საპოვნელად 64 კილომეტრი გაიარა. არ მესმის როგორ მოახერხა სახლში დაბრუნება კატამ, რომელიც ქუჩაში არასოდეს გასულა“, - ამბობს ნილ პეინი.

წყვილმა გარფილდის სახლში დატოვება გადაწყვიტა. მათი თქმით, კატამ დაამტკიცა, რომ მისი ადგილი მათ ოჯახშია.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა