თეგებით ძიება
05. 08. 2020 News-ები

"არა მხოლოდ ქაჯი ხარ, არამედ სექსისტიც!... ცოლის ავტონომიას პატივს არ სცემ, საკუთარი ნივთი გგონია"- რამ გააღიზიანა ბაია პატარაია

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელიბაია კახა კალაძის მუქარას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ კალაძე “ცოლის ავტონომიას პატივს არ სცემს და საკუთარი ნივთი გონია".
“ცოლს, რომელიც ასევე საჯარო პირია, სოც. ქსელში რომ შეუვარდები “დასაცავად”, ეგაა სწორედ საკუთარი ცოლის გაბანძება და დამცირება. ამხელა ქალი როგორმე თავადაც უპასუხებს აბეზარ ხალხს, მაგრამ ცოლის ავტონომიას რომ პატივს არ სცემ, საკუთარი ნივთი გგონია და შენი “ღირსების შებღალვად” აღიქვამ ცოლის ინსტაგრამზე მიმდინარე მიმოწერას – არა მხოლოდ ქაჯი ხარ, არამედ სექსისტიც! გოიმი კაცების გასაგონად ვიტყვი: თქვენ ზრდასრულ ცოლს სოციალური ქსელი თუ აქვს და წერა-კითხვა იცის, როგორმე თავსაც დაიცავს აბეზარი და “უზრდელური” კომენტარებისაგან.” - წერს პატარაია.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა