თეგებით ძიება
07. 08. 2020 News-ები

ჩინეთში კანადის მოქალაქე წამლის წარმოების გამო სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთის სასამართომ კანადის მოქალაქე, რომელიც სამედიცინო პრეპარატ კეტამინს ამზადებდა, სიკვდილით დასაჯა. გუანჯოუს სასამართლომ განაცხადა, რომ ვენ ქსი ვეიჰონგი სასამართლომ განხილვის შემდეგ ბრალეულობა დაუდგინა, რის გამოც იგი სასჯელის უმაღლესი ზომა შეეფარდა, ხოლო მისი თანამძრახველი დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს.

BBC-ის ინფორმაციით, იგი კანადის მესამე მოქალაქეა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სიკვდილით დასაჯეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა 2018 წელს, მას შემდეგ რაც ვანკუვერში დააკავეს ჰუავეის აღმასრულებებლი დირექტორი.

გუანჯოუს ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ზემოხსენებულმა პირებმა წამლის წარმოება კუსტარულად 2016 წელს დაიწყეს, მოგვიანებით კი პოლიციამ 120 კილოგრამის აბები ამოიღო ქსუს სახლიდან და აგრეთვე სხვა მისამართიდანაც. კეტამინი გახლავთ ცხოველების ძლიერი ტრაკვილიზატორი, რომელიც ადამიანებისთვის პოპულარული გახდა, როგორც გასართობი ნარკოტიკი.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა