TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
დაჭრილი ლევან თოფაძე ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს - რას აპირებს გოგი თოფაძის შვილიშვილი
  • დაჭრილი ლევან თოფაძე ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს - რას აპირებს გოგი თოფაძის შვილიშვილი

    ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილმა, ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა.

    ადვოკატ, გიორგი ანთაძის თქმით, გამომძიებლებს ლევან თოფაძე ჯერ არ გამოუკითხავთ.

    “მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საკმარის საშუალებას, საფუძველს, რომ ის გამოკითხულ იქნებს მოწმის სახით. სამართლებრივად ეს შესაძლებელია წინასასამართლო სხდომამდე ბრალდების მხარე უკვე საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მივა ბრალდების საბოლოო სახით ფორმულირებამდე, შეიძლება უფრო მსუბუქი მუხლი იყოს, ან იგივე, ან პირიქით უფრო მძიმე”, – თქვა გიორგი ანთაძემ.

    თოფაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანიაა დაკავებული.

    წყარო: Newposts.ge
    147 ნახვა
    7-08-2020, 08:49
    loading...
    News-ები