TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
„ზეგი“ ბაჩანა ლობჟანიძეს სასამართლოში უჩივლებს – რას ყვება კომპანიის იურისტი?
  • „ზეგი“ ბაჩანა ლობჟანიძეს სასამართლოში უჩივლებს – რას ყვება კომპანიის იურისტი?

    „ვინც გააჟღერებს კომპანია „ზეგ“-ის სახელს ბავშვთა პორნოგრაფიის თემასთან დაკავშირებით ვუჩივლებთ. ვინც უკვე გააჟღერა თუ ვინც გააჟღერებს და გააგრძელებს ამაზე საუბარს. დაწყებული ბაჩანა ლობჟანიძიდან“, – ამის შესხებ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას კომპანია „ზეგ“-ის ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა განაცხადა.


    მისივე თქმით, განცხადებები, რომლებიც ბოლო პერიოდში „ზეგ“-ის მისამართით კეთდება კომპანიის იმიჯს რეპუტაციულად აზარალებს.

    „ვინც გააჟღერებს კომპანია „ზეგ“-ის სახელს ბავშვთა პორნოგრაფიის თემასთან დაკავშირებით ვუჩივლებთ, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ტელევიზია, სახელმწიფო ორგანოები თუ კერძო ფიზიკური პირები. ვინც უკვე გააჟღერა თუ ვინც გააჟღერებს და გააგრძელებს ამაზე საუბარს. დაწყებული ბაჩანა ლობჟანიძიდან. უკვე ყველანაირი ზღვარგადასული რეპუტაციის შელახვა და ზიანის მომყენებელი არის ეს კომპანიისთვის. ამასთან დაკავშირებით გაჩერებას არ ვაპირებთ“, – ამბობს ქეთი მირიანაშვილი.

    წყარო
    568 ნახვა
    7-08-2020, 09:19
    loading...
    News-ები