TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
როდემდე გაგრძელდება მზიანი დღეები – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • როდემდე გაგრძელდება მზიანი დღეები – სინოპტიკოსების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი.

    ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

    ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

    ქ. თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.
    1 435 ნახვა
    8-08-2020, 02:17
    loading...
    News-ები