თეგებით ძიება
10. 08. 2020 News-ები

"ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი მომავალი"- ბაქრაძე ღარიბაშვილს პასუხობს

„ქართული ოცნება“ არის ისევ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად საუბრობს წარსულზე იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი მომავალზე“ - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

„ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი მომავალი. ეს არის ძალა, რომელიც აზიანებს წარსულს იმისთვის, რომ ამით დაგვინგრიოს მომავალი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ოქტომბრის არჩევნებზე უარი უნდა ვუთხრათ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ შეუძლია შემოგვთავაზოს წინსვლა, პრობლემების მოგვარება და იმ თემების გადაწყვეტა, რომლებიც ხალხს დღეს აწუხებს, როგორიცაა, კრიმინალი, უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, ამ ყველაფრის ნაცვლად კიდევ ერთხელ გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე კვლავ წინა ხელისუფლებაზე და "სისხლიან 9 წელზე" ისაუბრა.

ღანირაშვილმა განაცხადა, რომ "არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი", მაგრამ "თუ წარსულს დავივიწყებთ, კვლავ იმავე საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით".

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა