თეგებით ძიება
10. 08. 2020 News-ები

"ივანიშვილის მსახურების მიერ 9 წელზე აპელირება, საზოგადოებასი სერიოზულად არ აღიქმება“ - ხატია დეკანოიძე

„9 წელზე აპელირება და ამაზე საუბრარი, საზოგადოებასი სერიოზულად არ აღიქმება“ - აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს წარსულზე საუბარით და ე.წ. ანტიკრიზისული გეგმით გავიდე ფონს, თუმცა ეს არ გამოუვათ.
„იმ მოცემულობაში, როდესაც ადმაიანები უკიდურეს მდგომარეობაში არიან, ჩაკეტილი საზღვრები, ტურიზმი სულს ღაფავს. ბიძინა ივანიშვილის მსახურები 9 წელზე აპელირებენ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს უკვე საზოგადოებაში სერიოზულად არ აღიქმება.
რაც შეეხება ამ ვითომ ანტიკრიზისულ გეგმას, სადაც ხალხი აწვალეს ჯერ საბუთები აგროვებინეს და ახლა ამბობენ, რომ ამის აუცილებლობა არ დგას, მათ ამის გამოყენებაც წინასაარჩევნო გეგმებისთვის უნდათ. მაგრამ როცა მსგავსი განზრახვებით ეცდებიან ფონს გასვლას, არ გამოუვათ, რადგან წინასაარჩევნო შეფასებებში ეს აღქმული იქნება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა"- უთხრა დეკანოიძემ "ნიუპოსტს".

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა