TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ..."- ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მიმართავს
  • "სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ..."- ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მიმართავს

    ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებულ პროტესტს დღეს გადაცემა “რეაქციაში” განიხილავდნენ.


    სტუმრებს შორის იყო ზურა ხაჩიძე, რომელიც საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

    “სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე და ხელისუფლება გვეუბნება, რომ უნდა მივეჩვიოთ ამ პანდემიასთან ერთად ცხოვრებას. არავინ არ ამბობს, რომ უნდა დავიკეტოთ, უბრალოდ უნდა მივეჩვიოთ ცხოვრებას ყველა იმ რეგულაციებით, რაც დაწესებულია.

    ადამიანები პირბადეს არ იკეთებენ, დისტანციას არ იცავენ და ხელისუფლებას მოსთხოვო არ შეიძლება. საზოგადოებაც ხომ არის ამაში დამნაშავე.

    ძალიან ბევრი დახმარება გაწია მთავრობამ. 200 ლარიანი, ასევე ბევრმა უმუშევარმა დაკარგა სამსახური და 600 ლარი ჩაურიცხეს.

    რაც შეეხება სკოლის დაწყებას, მეც ძალიან მტკივა გული, ანასტაციამ წელს ჩააბარა კერძო სასწავლებელში, თანხა გადავიხადეთ, მაგრამ… ის რაც მოხდა ბათუმში იყო საზოგადოების მხრიდან რეგულაციების არასწორად დაცვის შედეგი”- აღნიშნა ზურა ხაჩიძემ


    წყარო:newposts.ge
    277 ნახვა
    16-09-2020, 02:30
    loading...
    News-ები