TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში – ამირან გამყრელიძე
  • ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში – ამირან გამყრელიძე

    კორონავირუსის ავრცელების საფრთხე და გადადებული სწავლა სკოლების დიდ ნაწილში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილიშვილებს ჰქონიათ, რომ სკოლაში ბაბუ არ უშვებს.


    გამყრელიძის თქმით, სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის ზრდა ვირუსის ახალი შემთხვევების მსგავსი რაოდენობის ფონზე მიზანშეუწონელია.

    „ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც – რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ – ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში.

    მოგეხსენებათ, საქართველოში სწავლას იწყებდა 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე.

    ეს არის ძალიან დიდი მობილობის ზრდა რამდენიმე დღეში. ჩვენ კარგად ჩავაბარეთ გამოცდა ეროვნულებზე, ახლა მართალი გითხრათ, როცა ზრდა გვქონდა ბოლო 6 დღის განმავლობაში, ასეთი დიდი მობილობა ცოტა შემაშფოთებელი იყო, დიდი მასა ამ 6-7 ქალაქშია, ამიტომ დისტანციურ სწავლებაზე ორკვირიანი გადასვლა მიზანშეწონილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


    წყარო:newposts.ge
    152 ნახვა
    16-09-2020, 02:42