TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"გაუპატიურება უნდა ისჯებოდეს ქიმიური კასტრაციით, ან საჯარო ჩამოხრჩობით“ - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი
  • "გაუპატიურება უნდა ისჯებოდეს ქიმიური კასტრაციით, ან საჯარო ჩამოხრჩობით“ - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი

    პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სექსუალური დანაშაულისათვის მოძალადეები ქიმიური კასტრაციით ან საჯარო ჩამოხრჩობით უნდა დაისაჯონ. პაკისტანში უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჯგუფური გაუპატიურებისათვის ბრალდებული პირების დაპატიმრების ფაქტმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.


    საპროტესტო აქციებზე ასეულობით ქალი გამოვიდა მთელი პაკისტანის მასშტაბით უკანასკნელი დღეების განმავლობაში- პროტესტი დღემდე გრძელდება- მოქალაქეები გმობენ ახალგაზრდა ქალის შვილების თვალწინ, ავტომაგისტრალზე გაუპატიურების ფაქტს. აღნიშნული ფაქტი მოხდა ქალაქ ლაჰორში, მაშინ როდესაც მანქანის მძღოლ ქალს საწვავი გამოელია, ამით ისარგებლეს მოძალადეებმა და ბავშვების თვალწინ მასზე სექსუალურად იძალადეს.

    მას შემდეგ, რაც პოლიციის მაღალჩინოსნებმა ამ ფაქტის მიმართ ინდიფერენტულობა გამოიჩინეს და განაცხადეს, რომ ზემოხსენებული ინციდენტი არ დაფიქსირდებოდა იმ შემთხვევაში თუ ქალი თავის მამაკაც კომპანიონთან ერთად იქნებოდა, საზოგადოებაში მასშტაბური პროტესტი და ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია.

    როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით ჰკითხეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, განაცხადა: „ რასაც ვფიქრობ ის გახლავთ, რომ კანონში ასეთი შემთხვევების დროს უნდა გვქონდეს ქიმიური კასტრაცია, რაც ბევრ ქვეყანაში გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა“. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, აგრეთვე, რომ სექსუალური დანაშაული შესაძლოა ჩამოხრჩობითაც ისჯებოდეს.



    წყარო:newposts.ge
    116 ნახვა
    16-09-2020, 02:57
    loading...
    News-ები