TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
საქართველო საერთაშორისო არენაზე კორონავირუსის მხრივ უსაფრთხო ქვეყანაა - გიორგი გახარია
  • საქართველო საერთაშორისო არენაზე კორონავირუსის მხრივ უსაფრთხო ქვეყანაა - გიორგი გახარია

    გიორგი გახარიამ გაეროს მხოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კორონავირუსის მხრივ საქართველოს უსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ „მწვანე სტატუსის“ მოპოვება შეძლო:

    „პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიოსთვის ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი მოვლენა სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ტურიზმის სექტორისთვის საქართველოში პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


    წყარო:newposts.ge
    60 ნახვა
    16-09-2020, 03:07
    loading...
    News-ები