TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
მედდას, რომელმაც პაციენტებს პირბადის გაკეთება მოსთხოვა, სასტიკად გაუსწორდნენ
  • მედდას, რომელმაც პაციენტებს პირბადის გაკეთება მოსთხოვა, სასტიკად გაუსწორდნენ

    თურქეთში, ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სამი რუსი ქალი მედდას ფიზიკურად მაშინ გაუსწორდა, როდესაც ამ უკანასკნელმა მათ პირბადის ტარება მოსთხოვა - აღნიშნულ ინფორმაციას თუქრული პრესა ავრცელებს
    .
    დამსვენებლებმა სკანდალი სასტუმროს იმ კაბინეტში მოაწყვეს, სადაც ექიმი ერთ-ერთ მათგანს ზურგის ტკივილის გამო შემოწმებას უტარებდა. დაპირისპირება თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. რუსმა ტურისტებმა ექთანს ფეხსაცმელი ურტყეს თავში.

    სიტუაციის განმუხტვას ექიმი შეეცადა, შემდეგ კი დაცვის წევრების ჩარევა გახდა საჭირო. დაშავებულმა ექთანმა ჯერ საავადმყოფოს, შემდეგ კი პოლიციას მიმართა. გამოძიებით დადგინდა, რომ მოძალადე ქალები ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.


    წყარო:newposts.ge
    143 ნახვა
    16-09-2020, 04:09
    loading...
    News-ები