TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ბათუმი - 144, თბილისი - 29 - კოვიდინფიცირების ახალი სტატისტიკა საქართველოში
  • ბათუმი - 144, თბილისი - 29 - კოვიდინფიცირების ახალი სტატისტიკა საქართველოში

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიმ მედიას კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

    მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვშემევიდან ბათუმში 144 გამოვლინდა, ქობულეთში - 1. თბილისში ინფიცირების 29 ახალი შემთხვევაა. იმერეთში, ქუთაისში 7 შემთხვევა დადასტურდა, საჩხერეში კი - 1. შიდა ქართლში, გორში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაბანში კი 3 პაციენტს. ეზუგბაიას ინფორმაციით, გურიაში, ოზურგეთში COVID-19-ით ინფიცირების 4 შემთხვევაა, ზუგდიდში - 2, ფოთში 1, მცხეთაში კი 1.

    "დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ. იმედი გვაქვს, რომ შემთხვევების შემცირება და ლოკალიზება მალე მოხდება. ალბათ ლიკვიდაციაც მალე უნდა მოხდეს". – ამბობს ეზუგბაია.



    წყარო:newposts.ge
    121 ნახვა
    16-09-2020, 04:12
    loading...
    News-ები