TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ინფიცირებულთა ზრდა ტესტირების გაზრდილი რაოდენობის შედეგიცაა - მარინა ეზუგბაია
  • ინფიცირებულთა ზრდა ტესტირების გაზრდილი რაოდენობის შედეგიცაა - მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი ტესტირების გაზრდილი რაოდენობის შედეგიცაა.
    მისივე განმარტებით, აჭარის გარდა, ინფქციის გავრცელებამ სხვა რეგიონებში მნიშვნელოვნად იკლო.

    „გაძლიერებული ტესტირების გამო, რაოდენობის ზრდის მოსაზრება რჩება. ახალი შემთხვევების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია. ახალ-ახალი წერტილები გაჩნდა, მაგრამ ვხედავთ, რომ აჭარაში არის ძირითადი ნაწილი. დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. თუ ყოველდღიურ მონაცემებს შევაჯერებთ, მატება არცერთ რეგიონში არ არის, ყველა რეგიონში მცირდება, თუ არ მცირდება იგივე მონაცმები რჩება.

    თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


    წყარო:newposts.ge
    60 ნახვა
    16-09-2020, 04:14
    loading...
    News-ები